logo2
logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
logo2
logo2
დოქტორ დოტის კბილებიდან მართლმსაჯულების კბილებამდე
დოქტორ დოტის კბილებიდან მართლმსაჯულების კბილებამდე
15:52 19.08.2014
დოქტორ დოტისგან დაკბენა, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს როგორც ჩანს იმაზე ბევრად ძვირი დაუჯდება, ვიდრე თავის დროზე მასაჟებში გადაიხადა.
დოქტორი დოტი, მსოფლიოში თავისი არაორდინალური მასაჟითა (ზურგზე და არა მარტო ზურგზე კბენა) და ვიპ-კლიენტებითაა ცნობილი.
შესაბამისად, ის თავის კბილებს საკმაო ფასსაც ადებს, რაშიც თანხის გაღება ფულიანი კაცისთვის ალბათ ნამდვილად ღირს, ხოლო თუ დოტის მიერ დასაკბენად, ვინმე ბიუჯეტის ფულს გახარჯავს და მიტუმეტეს, თუ ამის გამკეთებელი დამშეული ხალხის პრეზიდენტი იქნება, მას ალბათ ადრე თუ გვიან ამის გამო პასუხისგება აუცილებლად მოუწევს, როგორც ეს საქართველოს მაგალითზე დღეს ხდება.
გასულ კვირას, როგორც ცნობილია, მთავარმა პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიერ გაწეული ხარჯები გამოაქვეყნა, რომელსაც ქვეყნის ყოფილი პირველი პირი, გრიფი - „საიდუმლოს“ ფარგლებში, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანხებიდან ეწეოდა.
სანამ უშუალოდ გამოქვეყნებული დოკუმენტაციის შინაარსზე გადავალთ, საყურადღებოა, რომ მათზე გრიფი „საიდუმლოს“ მოხსნას, მოქმედმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, საკმაოდ დიდი დრო მოანდომა, თუმცა საბოლოოდ გრიფი მაინც მოხსნა.
ძალიან ძნელია ზუსტად გამოიცნო მიზეზი, თუ რატომ არ მოხსნა პრეზიდენტმა გრიფი დოკუმენტაციას ოპერატიულად, ან ვისთან ჰქონდა მას კონსულტაციები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ ერთი რამ დღეს შეიძლება დანამდვილებით ითქვას: გიორგი მარგველაშვილმა „ქართული ოცნების“ გუნდსგარეთა, საკუთარი თამაში წამოიწყო და ამ თამაშში მას სავარაუდოდ, გარკვეული პოლიტიკური ძალები კულუარებიდან ეხმარებიან.
არავის არ უნდა გაუკვირდეს, თუ ერთ მშვენიერ დღეს გაირკვევა, რომ ეს „კულუარული პოლიტიკური ძალა“ „ნაციონალური მოძრაობა“ ან რომელიმე ის პარტია აღმოჩნდება, რომელიც დღეს სახელისუფლებო კოალიციაშია მოკალათებული.
ფაქტი კი ერთია: გიორგი მარგველაშვილმა საკმაოდ საეჭვოდ გაწელა იმ დოკუმენტებისთვის გრიფის მოხსნის პროცესი, რომელიც წინა ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირის მიერ ჩადენილ სამარცხვინო ქმედებებს ეხება.
სირცხვილზე გამახსენდა, ამ ფაქტის შემდეგ, მმართველ გუნდში ერთი დადებითი ტენდენცია გამოიკვეთა. ისინი დოკუმენტაციის გასაჯაროების ფაქტის კომენტირებისას ერთიანი „მესიჯბოქსით“ გამოვიდნენ და სააკაშვილის ქმედება, აღმასრულებელი თუ საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ერთხმად სამარცხვინოდ შეაფასეს, რაშიც ძნელია, რომ არ დაეთანხმო.
სავარაუდოდ, ახალი ხელისუფლება მივიდა დასკვნამდე, რომ ამა თუ იმ კონკრეტული ფაქტის კომენტირებისას უმჯობესია ერთიანი ე.წ. „მესიჯბოქსი“ არსებობდეს, ვიდრე განცხადებები ყველამ საკუთარი ინტერპრეტაციით აკეთოს, რაც ხშირ შემთხვევაში ურთიერთსაწინააღმდეგო სახესაც კი იძენდა.
ამის სწავლა კი ახალ ხელისუფლებას მისი წინამორბედისგან, ნამდვილად არ აწყენდა.
რაც შეეხება პროკურატურის მიერ გასაჯაროებულ დოკუმენტებს, უნდა ითქვას, რომ ის მართლაც სამარცხვინოა, რადგან მიხეილ სააკაშვილი, ისეთ ხარჯებსაც კი საიდუმლო მუხლით სწევდა, რომელსაც მის ადგილზე, დარწმუნებული ვარ ძალიან ცოტა თუ იკადრებდა.
სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, თუნდაც იგივე კბენია მასაჟისტ დოქტორ დოტის სპეცრეისით ჩამოყვანა და უცხოეთის გასახდომ კომპლექსებში ასეულ ათასების ხარჯვის ფაქტი რად ღირს, რომ აღარაფერი ვთქვათ ლამაზი გოგონებისათვის გაკეთებულ საჩუქრებზე, რაც რა თქმა უნდა სავსებით ნორმალური მოვლენაა, მხოლოდ არა ბიუჯეტის ხარჯზე.
ზოგადად კი, ქართველ ხალხს, პროკურატურის მიერ გასაჯაროებული დოკუმენტაციით ახალი არაფერი არ შეუტყვია და მათ სააკაშვილის ამ ქმედებების შესახებ ადრეც მშვენივრად იცოდნენ, უბრალოდ, ამის დოკუმენტაცია იყო გასაიდუმლოებული.
მის მიერ ბიუჯეტის სახსრების ფლანგვის დამადასტურებელი დოკუმენტაციის გამოქვეყნებას, თავად პრეზიდენტყოფილი მყისიერად, საკმაოდ რიხიანად გამოეხმაურა და არც პირდაპირ ეთერში ქართველი ხლხისთვის თვალის გასწორებაზე შექმნია დიდი პრობლემა, თუმცა უნდა ითქვას, რომ, როგორც მისი მსგავსი ფსიქიკის ადამიანებს ემართებათ, ემოციები ვერ მოთოკა და ადექვატურობის ჩარჩოებს კიდევ უფრო გასცდა.
გასულ კვირაშივე, საქართველოს 9 წლიან მმართველზე, ქვეყნის მთავარმა პროკურატურამ შიდასახელმწიფოებრივი ძებნაც გამოაცხადა, რაც „ნაციონალების“ მხრიდან კიდევ ერთი აჟიოტაჟის მიზეზი გახდა.
წეღან „მესიჯბოქსი“ ვახსენეთ და „ნაციონალებმაც,“ ძებნის გამოცხადებასთან დაკავშირებით სასწრაფოდ ახალი, თუმცა ძალიან უსუსური „მესიჯი“ შეიმუშავეს, როდესაც განაცხადეს, რომ სააკაშვილის შიდასახელმწიფოებრივი ძებნა იმიტომ გამოცხადდა, რომ ივანიშვილს ეშინია მიშა საქართველოში არ ჩამოვიდესო, თორემ საერთაშორისო ძებნა რომ გამოეცხადებინათ, უცხოეთში სააკაშვილს უბატონოდ ხმას ვინ გასცემს გარდა კრემლის თავკაცისაო.
აღნიშნული „მესიჯი“ დემაგოგიის უზარმაზარ ულუფას შეიცავდა და რასაკვირველია ის მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ იმ მხარდამჭერებმა დაიჯერეს, რომლებსაც ფსიქიკაში უზით, რომ თავიანთი ბოსების ნათქვამი, ყველაფერი უნდა დაიჯერონ.
მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ვერც ძებნის გამოცხადებამდე ჩამოვიდოდა და ამის როგორც სამართლებრივი, ასევე პიროვნული მიზეზებიც არსებობს.
რაც შეეხება სამართლებრივ მიზეზს: პრეზიდენტყოფილს საქართველოში ჩამოსვლის შემთხვევაში ძებნის გამოცხადების გარეშეც დაიჭერდნენ, რადგან მან არ ითანამშრომლა გამოძიებასთან, არ გამოცხადდა დაკითხვაზე და 7 ნოემბრის საქმესთან დაკავშირებით, სასამართლომ მას პატიმრობა, დაუსწრებლად, ძებნის გამოცხადებამდე შეუფარდა.
რაც შეეხება პიროვნულ ფაქტორს: ეს ძირითადად ის შიშია, რომლის ძალითაც საქართველოში სააკაშვილს ფეხს საკუთარი მშობელიც კი ვერ ჩამოადგმევინებს, რადგან სააკაშვილს ეშინია არა მხოლოდ მართლმსაჯულების, არამედ იმ ხალხისაც, რომლებსაც ის 9 წლის განმავლობაში ავტორიტარული მეთოდებით მართავდა და რომელთა უდიდესი ნაწილიც, მისი ხელისუფლების მიერ, მეტნაკლებად, ამა თუ იმ ფორმით, გამწარებულია.
სააკაშვილი, რომელიც პრეზიდენტობის დროს, საკუთარი რეზიდენციის საკონფერენციო დარბაზიდან ჟურნალისტის მიერ, დაკითხვაზე გამოცხადებასთან დაკავშირებით დასმული კითხვისთანავე ფეხზე წამოხტა და გაიქცა, ნამდვილად ვერ გაბედავს საქართველოში ჩამოსვლას, თუ აქ სათანადო პოლიტიკური კლიმატი არ შეიქმნება, რაც საკმაოდ ძნელად წარმოსადგენი და განხორციელებადია.
რაც შეეხება საერთაშორისო ძებნის გამოცხადებას, თუ ბოლო პერიოდის ტენდენციას გავითვალისწინებთ, სავარაუდოდ, ამ ნაბიჯის გადადგმამდე პროკურატურა საფუძვლიანად ემზადება, რათა ინტერპოლი დაარწმუნოს, რომ საქმე არა პოლიტიკურ დევნასთან, არამედ ჩვეულებრივ კრიმინალთან გვაქვს.
იმ შემთხვევაში კი, თუ ინტერპოლი მიხეილ სააკაშვილზე ძებნას გამოაცხადებს და მას წითელ ცირკულარში ჩასვამს, ასეთ შემთხვევაში პრეზიდენტყოფილი ნამდვილად ვეღარ გადაადგილდება თავისუფლად და მას ვერანაირი დასავლელი მეგობრები ვეღარ დაიცავენ, რადგან სააკაშვილს პირველსავე აეროპორტში დაადებენ ბორკილს, თუ რა თქმა უნდა, ის ამასობაში თავშესაფრის მოძიებაზე წარმატებულად არ იზრუნებს.
ასე, რომ მთავარი პროცესები ჯერ წინაა, თუმცა უკვე თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ ღარიბაშვილის დაპირებული ცხელი ზაფხული, როგორც პირდაპირი, ისევე გადატანითი მნიშვნელობით, ნამდვილად ასრულდა.
სწორედ აღნიშნული „ცხელი ზაფხულის“ გამო, პრემიერის და ზოგადად მთავრობის რეიტინგმა საგრძნობლად მოიმატა, თუმცა შესაძლოა ეს მატება დროებითი აღმოჩნდეს, რადგან სამართლიანიობის აღდგენა არამც და არამც არ ნიშნავს მხოლოდ მიხეილ სააკაშვილისა და მისი ხელისუფლების დამნაშავე პირების დაკავებას.
სამართლიანობის აღდგენა ნიშნავს რეაბილიტაციას, კომპენსაციას და ელემენტარულად, თუნდაც წართმეული ქონების დაბრუნებას, რისი წინაპირობაც, გარდა პრემიერის განცხადებებისა, ჯერჯერობით არ ჩანს.
რაც შეეხება სამართლიანობის აღდგენის დღეს მიმდინარე პროცესს, ობიექტურობის გამო უნდა ითქვას, რომ ესაც ძალზედ წინ გადადგმული ნაბიჯია იმ ავადსახსენებელი კოჰაბიტაციიდან, რაც ახალმა ხელისუფლებამ 2012 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ შემოგვთავაზა და რომელიც საზოგადოების უდიდესი ნაწილის აგრესიის საბაბი გახდა.
რაც შეეხება გასული კვირის კიდევ ერთ მნიშვნელოვან მოვლენას, ეს კუდის ყოფილი მაღალჩინოსნის, ოლეგ მელნიკოვის აღიარებითი ჩვენება იყო, როდესაც მან გირგვლიანის საქმეში თავი დამნაშავედ სრულად ცნო და თანამონაწილეებად ისეთი პირები დაასახელა, რომელთა შესახებაც საზოგადოებამ მართალია ადრეც იცოდა, მაგრამ მათ წინააღმდეგ აღიარებითი ჩვენება არ არსებობდა. მათ შორის რაღა თქმა უნდა შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის მეუღლე თაკო სალაყაიაა აღსანიშნავი.
აქ გასაკვირი არაფერია, რადგან, როგორც აღვნიშნეთ საზოგადოებამ ამის შესახებ ადრეც იცოდა, მაგრამ გასაკვირი თავად საზოგადოების რეაქცია, უფრო სწორედ ურეაქციობაა, როდესაც ის ამ ყველაფრის შესახებ ინფორმაციას უდრტვინველად იღებს.
საზოგადოება უკვე მიეჩვია მსგავს ფაქტებს და მათ მორიგ „ნიუსად“ აღიქვამს, მაშინ როცა, ნებისმიერი განვითარებული ქვეყნის ასევე განვითარებული საზოგადოებისთვის, ერთი მსგავსი ფაქტიც კი საკმარისი იქნებოდა, რომ დამნაშავეები ლინჩის წესით გაესამართლებინათ.
საზოგადოება, რომელიც 9 წლის განმავლობაში სააკაშვილის რეჟიმს იტანდა, მიმდინარე მოვლენებს დღესაც აუღელვებლად უყურებს და სამწუხაროდ, ჯერ კიდევ ვერ აცნობიერებს, რომ თუნდაც იგივე გირგვლიანის ადგილზე, თვითონ, ან მისი შვილი შეიძლება აღმოჩენილიყო.
ასე, რომ თუ ქვეყნის განვითარება რეალურად გვსურს და რეალურად გვსურს ჩვენმა შვილებმა უკეთეს საქართველოში იცხოვრონ, მაშინ, საჭირო დროს, დამნაშავის საკუთარ თავში დანახვის უნარიც უნდა გამოვიმუშაოთ და ხელისუფლებას, რომელიც ჩვენს მიერაა დაქირავებული, ჩვენივე სამსახურში ყოფნა მოვთხოვოთ, დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში კი, მისთვის ასევე მკაცრად პასუხის მოთხოვნაც უნდა ვისწავლოთ.
თუ საზოგადოება კვლავ ისეთი ინერტული იქნება, როგორც ის სააკაშვილის მმართველობის დროს იყო, ადრე თუ გვიან, ქვეყანა ახალ სააკაშვილს აუცილებლად მიიღებს, ვინაიდან ფორმულამ „ყველა ხალხი იმ ხელისუფლებას იმსახურებს, რომელიც ჰყავს,“ - ათეულობით საუკუნეს გაუძლო და სავარაუდოდ, ის კიდევ დიდი ხნის განმავლობაში იქნება აქტუალური.

ალექსანდრე კაპანაძე

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის