logo2
logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
logo2
logo2
პერსპექტივა - ჰააგა
პერსპექტივა - ჰააგა
11:33 11.08.2014
გასულ კვირას, 2008 წლის აგვისტოს ავბედითი ომის დაწყებიდან 6 წლის თავზე, საქართველოს ოფიციალური ხელისუფლების უმაღლესი პირების მიერ პირველად გაჟღერდა უმნიშვნელოვანესი ინფორმაცია იმის შესახებ, რასაც საზოგადოება ამდენი ხანია მოელის და რასაც აგვისტოს ომის გამოძიება ჰქვია.
როგორც პრემიერმა ქართველი გმირების საძმო სასაფლაოზე განაცხადა, ქართველმა სამართალდამცველებმა აგვისტოს ომის საქმე უნდა გამოიძიონ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, ამას ჰააგა გააკეთებსო.
როგორც ამ დღეებში პირველად გაჟღერდა, ჰააგა, საქართველო-რუსეთის ომის გამოძიებით დაინტერესებული ყოფილა, რომელიც სავარაუდოდ პაატა დავითაიას საგამოძიებო კომისიის მოქმედებისგან და დასკვნისგან განსხვავებული იქნება.
შესაძლოა ეს არის ყველაზე დიდი დანაშაული, რომელზე პასუხისგებაც მიხეილ სააკაშვილს აშინებს, რადგან თუ დადასტურდა, რომ საქმე რაიმე სახის ავანტიურასთან გვაქვს, სააკაშვილს ვერ ამერიკა და ვერც მაკკეინ-ბილდტის დუეტი ვეღარ უშველის.
სხვათა შორის, აგვისტოს ომი, გარდა ჩინეთის ოლიმპიადისა, საკმაოდ საეჭვო ვითარებაში დაემთხვა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის არჩევნების წინა პერიოდს, როცა შტატებში გახურებული წინასაარჩევნო კამპანია მიმდინარეობდა.
როგორც ცნობილია, მიხეილ სააკაშვილი და მისი ხელისუფლება ღიად ოცნებობდა, რომ არჩევნებში გამარჯვება მაკკეინს დარჩენოდა, რომელსაც დემოკრატი ობამა უპირისპირდებოდა.
საზოგადოებას კარგად ახსოვს აგრეთვე ისიც, რომ ლტოლვილთა და განსახლების მაშინდელმა მინისტრმა კობა სუბელიანმა, საკუთარ ავტომანქანაზე სანომრე ნიშნის ნაცვლად მაკკეინის გვარი გააკრა.
აგვისტოს ომის დაწყებისთანავე კი, რუსეთის საგარეო უწყებამ საკმაოდ მწვავე განცხადება გააკეთა, რომელიც დღეს სამწუხაროდ აღარავის აღარ ახსოვს. კონკრეტულად კი, მათი ინფორმაციით, რუსეთ-საქართველოს ომი პროვოცირებული იყო იმის გამო, რომ ამერიკელ ამომრჩეველზე ფსიქოლოგიური ზემოქმედება მოეხდინათ, რათა მათ „ანტირუსად“ ცნობილი მაკკეინისთვის დაეჭირათ მხარი.
რუსული მხარის აღნიშნული განცხადებიდან სულ რაღაც რამდენიმე საათში, მაკკეინმა თავისი ცნობილი განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ „დღეს ყველანი ქართველები ვართო.“
ამერიკული სოციოლოგიური კვლევის სამსახურების ინფორმაციით, აგვისტოს ომის დღეებში მაკკეინის რეიტინგმა მართლაც მნიშვნელოვანი ზრდა განიცადა, რისი მთავარი განმაპირობებელი ფაქტორიც, რაღა თქმა უნდა, რუსეთ-საქართველოს ომი იყო.
საგულისხმოა აგრეთვე ამერიკის ყოფილი პრეზიდენტის, რესპუბლიკელი ჯორჯ ბუშის სატელეფონო ზარიც ნიკოლა სარკოზისთან, როდესაც ბუში, ევროკავშირის ხელმძღვანელი სახელმწიფოს პრეზიდენტს, საქართველო-რუსეთის საქმეებში ჩარევისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებდა და ეუბნებოდა, რომ დაე რუსებმა თბილისი აიღონო.
ამის შესახებ არცთუ დიდი ხნის წინ, როგორც ცნობილია, თავად სარკოზიმ განაცხადა და მისი ეს განცხადება, პირდაპირ მტკიცებულებადაც კი შეიძლება მივიჩნიოთ, რომ შეერთებული შტატების ხელისუფლების „რესპუბლიკური ფრთა“ მზად იყო საქართველო თავისი დედაქალაქიანად გაეწირა, ოღონდ თავისი მოსახლეობის თვალში რუსეთის სახით მტრის ხატი შეექმნა და საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მოეპოვებინა.
გარდა ამისა, საზოგადოებას ახსოვს ისიც, რომ აგვისტოს ომიდან ძალიან მოკლე დროში, დასავლეთმა მიიღო გადაწყვეტილება და საქართველოს 4 მილიარდი დოლარი გამოუყო, საიდანაც 2 მილიარდი, ქართულ მხარეს გრანტის სახით, დანარჩენი 2 მილიარდი კი შეღავათიანი კრედიტის სახით გადაეცა.
დღეს ძალიან ბევრი მითქმა-მოთქმაა აღნიშნული თანხების ნაწილის გაუჩინარებასთან და მისი ხარჯვის მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით. თუ ყველაფერ ამას, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის სოზარ სუბარის მიერ რამდენიმე დღის წინ გაკეთებულ განცხადებასაც დავუმატებთ, რომლის თანახმადაც, ომის შედეგად დევნილთათვის საცხოვრებელი სახლები ძალიან უხარისხოდაა ნაგები, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ობიექტური გამოძიება სერიოზული კორუფციის მტკიცებულებებზე გავა.
იმ შემთხვევაში, თუ დავუშვებთ, რომ რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომი ამერიკული, უფრო სწორად „ამერიკელი რესპუბლიკელების ავანტიურა“ იყო, მსოფლიო მასშტაბის სკანდალი გარდაუვალია, რაც ამერიკის შეერთებული შტატების იმიჯს უზარმაზარ დარტყმას მიაყენებს. ამ დარტყმის შედეგის განეიტრალებას, ამერიკელები საუკუნეების განმავლობაში ვერ შეძლებენ.
რა თქმა უნდა, ეს ყველაზე კარგად „ავანტიურის“ თვით შესაძლო დამკვეთებს ესმით და მათ, ზედმეტი პრობლემებისგან თავის არიდების მიზნით, არაა გამორიცხული, რომ გაცილებით უფრო მარტივი გამოსავალი მოძებნონ, ისეთი, როგორიც თუნდაც სააკაშვილის მოცილებაა.
საგულისხმოა კიდევ ერთი ფაქტი: ჯონ მაკკეინი ამ ბოლო პერიოდში განსაკუთრებული სიმკვეთრით გამორჩეულ განცხადებებს აკეთებს და ოფიციალურ წერილში, საქართველოს ხელისუფლებას გარკვეული ნაბიჯების გადადგმისგან თავის შეკავებისკენ „დაჟინებითაც“ კი მოუწოდებს.
თუ დავუშვებთ, რომ 2008 წლის აგვისტოს ომი, მეორე მიზეზის, ანუ 4 მილიარდი დოლარის გამო იყო პროვოცირებული, ეს გაცილებით ხელსაყრელი ბრალდება იქნება მიხეილ სააკაშვილისთვის, რადგან ამ შემთხვევაში საერთაშორისო სკანდალი თავიდან აცილებული იქნება. გამორიცხული არ არის, რომ საქმეში ორივე მიზეზი რეალურად ფიგურირებდეს, მაგრამ შტატების საპრეზიდენტო არჩევნების თემა ფულის თემით გადაიფაროს.
ასეა თუ ისე, როგორც ოსტაპ ბენდერი იტყოდა, ყინული დაიძრა და რადგან აგვისტოს ომის გამოძიებაში ჰააგა აპირებს ჩართვას, გამოდის, რომ ამ დაძრული ყინულის გამჩერებელი ძალა დედამიწაზე დღეს აღარ არსებობს.
რა თქმა უნდა არავინ იცის როგორ დამთავრდება გამოძიება და ღმერთმა ქნას, საერთაშორისო გამოძიებამაც ის დასკვნა დადოს, რაც თავის დროზე გაოპოზიციონერებული პაატა დავითაიას კომისიამ დადო, მაგრამ ფაქტები იმაზე მეტყველებენ, რომ აღნიშნული ომის საქმეში, მიხეილ სააკაშვილი, რბილად რომ ვთქვათ, მთლად სუფთა არ არის. წინააღმდეგ შემთხვევაში ის ომის დამთავრებისთანავე შეიტანდა ევროსასამართლოში სარჩელს, როგორც ეს 2006 წელს რუსეთიდან საქართველოს მოქალაქეების დეპორტაციის დროს გააკეთა.
როგორც ცნობილია, დეპორტაციის საქმეზე ევროსასამართლომ გადაწყვეტილება საქართველოს სასარგებლოდ გამოიტანა და სააკაშვილი რომ ომის საქმეში მართალი ყოფილიყო, მას ამ ფაქტზე რუსეთის წინააღმდეგ სარჩელის შეტანას ვერავინ დაასწრებდა.
წეღან დავითაიას კომისია ვახსენეთ და იმ შემთხვევაში, თუ 2008 წლის აგვისტოს ომის გამოძიების შემდეგ დასკვნა განსხვავებული იქნება დავითაიას საგამოძიებო კომისიის დასკვნისგან და თუ გამოიკვეთა, რომ დავითაიამ დასკვნა სპეციალურად გააყალბა, რისი ძალიან დიდი ეჭვი და შანსი არსებობს, მაშინ გამოდის, რომ ექსპარლამენტარმა და პარტია „ჩვენ თვითონ“ - ის ლიდერმა, პასუხი აუცილებლად უნდა აგოს, ვინაიდან მას, გარდა აგვისტოს ომისა, ყველა იმ ქმედებაზეც დაეკისრება პასუხისმგებლობა, რაც სააკაშვილის ხელისუფლებამ 2008 წლის შემდეგ ჩაიდინა.
დავითაიას შესაძლო პასუხისგებამდე კი, მისი კომისიის საქმიანობის დროს მომხდარი ერთი ინციდენტის გახსენებაც აუცილებელია, როდესაც არც დავითაიას და არც გივი თარგამაძეს, საქართველოს მაშინდელი ელჩის მოსკოვში, ეროსი კიწმარიშვილის ჩვენება არ მოეწონათ და თარგამაძემ მაშინ, ტელეკომპანია „რუსთავი 2“ - ის დამფუძნებელს, პირდაპირ ეთერში ავტოკალამიც კი ესროლა.
დღეს ეროსი კიწმარიშვილი ცოცხალი აღარ არის და მისი გარდაცვალება, რომელიც ამ დრომდე ჯერჯერობით თვითმკვლელობის ვერსიითაა დაკვალიფიცირებული, საკმაოდ საეჭვო ვითარებაში მოხდა.
კიწმარიშვილის გარდაცვალებისთანავე გაჟღერდა ვერსია იმასთან დაკავშირებით, რომ ის მოკლულია და მკვლელობაც სწორედ აგვისტოს ომის გამოძიებას უკავშირდება.
ეს საკმაოდ საგულისხმო ვერსიაა, მითუმეტეს, რომ, გამომდინარე თავისი მაშინდელი თანამდებობიდან, ეროსი კიწმარიშვილმა აგვისტოს ომზე და მის წინა პერიოდზე, საკმაოდ ბევრი დეტალი და ნიუანსი იცოდა.
როგორც აგვისტოს ომის 6 წლისთავზე ქვეყნის იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, საქართველოში სულ რამდენიმე თვის წინ ჰააგის პროკურორი ყოფილა ჩამოსული, რომლის ინტერესის სფეროც, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის გამოძიება იყო.
ჰააგის პროკურორის ჩამოსვლა თავისთავად, არც ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს გამორჩებოდათ და არც სხვა შესაძლო დაინტერესებულ პირებს, რომლებსაც აგვისტოს ომის გამოძიება არავითარ შემთხვევაში არ აწყობთ და გამორიცხული არ არის, რომ სწორედ ასეთი პირების მიერ იყოს ორგანიზებული ეროსი კიწმარიშვილის მკვლელობა, თუ, რა თქმა უნდა საქმე მკვლელობასთან გვაქვს.
ასეა თუ ისე, აგვისტოს ომის საკითხი აუცილებლად იქნება გამოძიებული და ყველა წინაპირობის თანახმად, საზოგადოება ბევრი შოკისმომგვრელი სიახლის გასაგებად უნდა მოემზადოს.
როგორც აღვნიშნეთ, აგვისტოს ომის გამოძიება სავარაუდოდ ძალიან აშფოთებს მიხეილ სააკაშვილს, რომელიც ადექვატურობის ჩარჩოებს უკვე ასტრონომიული მანძილით გასცდა და დღესაც სერიოზული სახით ირწმუნება, რომ უკრაინაში დიდ დაქმეებს ვაკეთებ, თორემ, დრო რომ მქონდეს ჩამოვიდოდი და დილეგში ჩავჯდებოდიო.
გარდა ამისა, სულ რამდენიმე დღის წინ, სააკაშვილმა ერთ-ერთი პოპულარული უცხოური ტელეკომპანიის პირდაპირ ეთერში შეურაცხყოფა მიაყენა სრულიად საქართველოს იმ მოსახლეობას, რომლებმაც 2012 წლის ოქტომბერში, ხმა ხელსუფლების ცვლილებას მისცეს.
სააკაშვილმა განაცხადა, რომ მაშინ ხალხმა ხმა ჩემს დასჯას კი არა, უკეთეს ცხოვრებას მისცა, რადგან ოლიგარქი მათ დაპირდა, რომ ხეები ფუნთუშებს მოისხამდაო.
ჯერ ერთი ის, რომ 2012 წელს ხალხმა სწორედ სამართლიანობის აღდგენას და ყველა შესაძლო დამნაშავის, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის დასჯას მისცა ხმა და მეორეც, ქართველი ხალხი ნამდვილად არაა ისეთი უვიცი და იდიოტი, რომ ხეების მიერ ფუნთუშების მოსხმა დაიჯეროს და ვინმეს ამის გამო მისცეს ხმა.
სააკაშვილმა საერთაშორისო საზოგადოების თვალში კიდევ ერთხელ მიაყენა შეურაცხყოფა ქართველ ხალხს და ის აზროვნებას მოკლებულ მასად გაასაღა, რომლებიც „ხეების მიერ ფუნთუშების მოსხმის“ პერსპექტივაზე გაიყიდნენ.
თუმცა ეს გასაკვირი არცაა, რადგან სააკაშვილი დღიდან მისი გაპრეზიდენტებისა, დასავლეთის პოლიტიკური წრეების წარმომადგენლებთან პრივატული შეხვედრების დროს, მუდმივად ხაზს უსვამდა იმას, რომ ქართველი ხალხი ნახევრად ველური ერია და მათ მოსარჯულებლად ხანდახან არადემოკრატიული მეთოდებიც საჭიროაო. სააკაშვილს ერთხელ პირდაპირ ეთერშიც კი წამოსცდა, ქართველები ის ერია, ვინც ყაჩაღებს ძეგლებს უდგამდაო. ყაჩაღში კი პრეზიდენტყოფილმა არსენა მარაბდელი იგულისხმა და ადვილი წარმოსადგენია, როგორი ფერებით დაუხატავდა ქართველთა „სიველურის და გაუნათლებლობის“ შესახებ სურათებს უცხოელებს, რომლებიც ამის შემდეგ ნამდვილად ამჯობინებდნენ, რომ სააკაშვილის ავტორიტარიზმზე თვალი დაეხუჭათ, ოღონდაც კი მას, ეს ზესტრატეგიულ ადგილზე მცხოვრები „ველური ხალხი“ ემართა.
თუმცა შეიძლება ითქვას, რომ დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ პროპაგანდა საერთაშორისო თანამეგობრობის წარმომადგენლებზე ნაკლებად სჭრის, რადგან ის სიცრუის ფარდა, რისი ჩამოფარებისთვისაც წინა ხელისუფლების უზარმაზარი ენერგია და როგორც ამბობენ ბოკერიას უშიშროების საბჭოს ბიუჯეტის ფულები იხარჯებოდა, დღეს ჩამოვარდნის პირასაა.
საკუთარი თავის ლუსტრაციას კი მიხეილ სააკაშვილი თავადვე უწყობს ხელს, რადგან უცხოური ტელევიზიით ნებისმიერი გამოსვლისას, ის ერთმანეთზე უფრო დიდ შეუსაბამობებს და შეიძლება ითქვას სისულელეებს ლაპარაკობს, რითაც საქართველოში დარჩენილ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებსაც დისკომფორტს უქმნის.
თუმცა, როგორც აღვნიშნეთ, მსოფლიოში ჯერ კიდევ მოიძებნებიან ადამიანები, რომლებთანაც მიხეილ სააკაშვილს და მის ხლისუფლებას განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდათ და რომლებიც, დღეს, ძველი მეგობრობის თუ სხვა რაიმე მოტივაციის გამო, თავს მოვალედ თვლიან პრეზიდენტყოფილს გამოექომაგონ. მათ შორის არიან, როგორც აღვნიშნეთ სენატორი მაკკეინი და მისი რამდენიმე კოლეგა და აგრეთვე შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კარლ ბილდტი. ეს ის კარლ ბილდტია, რომელიც საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტის დაკავებამდე, ერთ-ერთ ევროპულ ლობისტურ კომპანიას ხელმძღვანელობდა და რომელსაც საქართველოდან საკმაოდ დიდი ფული აქვს წაღებული.
თუმცა არც ჯონ მაკკეინია ამერიკა და თუნდაც ამერიკის სენატი და არც კარლ ბილდტია ევროპა.
ევროპაშიც და ამერიკაშიც, საკმაოზე მეტია იმ გავლენიან პოლიტიკოსთა რიცხვი, რომლებიც სააკაშვილის და მისი ხელისუფლების რეალურ სახეს ხედავენ და კარგი იქნება, თუ ისინი, წინა ხელისუფლების დამნაშავე პირების სამართლიანად დასჯის დროსაც ისევე დახუჭავენ თვალს, როგორც მათ მიერვე დანაშაულის ჩადენისას ხუჭავდნენ თვალს. წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც აღვნიშნეთ, მათი შეშფოთება მაინც ვეღარაფერს ვერ შეცვლის.
რაც შეეხება გასული კვირის კიდევ ერთ მნიშვნელოვან თემას, ეს დავით ნარმანიას მიერ თბილისის მერის პოსტის ოფიციალურად დაკავებაა.
როგორც ახალი მერი აცხადებს, დედაქალაქის ზოგიერთ რაიონში ბიუჯეტი 80 და მეტი პროცენტითაა გახარჯული, რაც დედაქალაქის ახალ მთავრობას ბიუჯეტის ხელახალი გადათამაშების აუცილებლობის წინაშე აყენებს, რადგან სოციალური მიმართულებით განსაზღვრული თანხები, პრაქტიკულად სრულადაა გახარჯულიო.
დავით ნარმანიას განცხადებითვე, აღნიშნული სახსრები მხოლოდ ერთი პარტიის წინასაარჩევნო კამპანიას მოხმარდა. აქ გასაკვირი არა ნარმანიას განცხადების შინაარსობრივი მხარეა, რომელსაც ალბათ შესაბამისი სტრუქტურები შეისწავლიან, არამედ აღსანიშნავი თავად ნარმანიას ტონია, როცა საზოგადოებამ, მერის ამპლუაში, უჩვეულოდ მკაცრი ნარმანია იხილა.
და ბოლოს, ერთი მნიშვნელოვანი სინდრომის შესახებ, რომელსაც შეიძლება პირობითად „ნაციონალური წინათგრძნობის სინდრომი“ შევარქვათ. აღნიშნული სინდრომი გულისხმობს ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსანთა უტყუარ წინათგრძნობას მოსალოდნელი პატიმრობის შესახებ, რაც მათში განსაკუთრებულ აგრესიას და ტელეკამერების თვალწინ უშვერი სიტყვებით ყვირილსაც კი იწვევს, რასაც ჩვეულებრივ თან სდევს პატრიოტული განცხადებები, რომ ბედნიერი იქნება თუკი ჩასვავენ და საქართველოს კეთილდღეობისთვის ბრძოლას ის ციხიდანაც გააგრძელებს.
თავის დროზე ეს სინდრომი შეეყარა ვანო მერაბიშვილს, გიგი უგულავას და ნაწილობრივ მიხეილ სააკაშვილს. დღეს კი მან თავი, კიდევ ერთ ნაციონალში, ვიცე-სპიკერ გია ბარამიძეში იჩინა, როდესაც ამ უკანასკნელმა განაცხადა, გულწრფელად მინდა ჩემ ძმებთან, გიგი უგულავასა და ვანო მერაბიშვილთან ვიჯდეო. ამ განცხადებასთან ერთად, მან არც ახალი ხელისუფლების მისამართით დაიშურა ბრალდებები, რაც ზემოაღნიშნული სინდრომის კიდევ ერთი გამოხატულებაა.
თუ, „ნაციონალური წინათგრძნობის სინდრომი“ გია ბარამიძის შემთხვევაშიც ისეთი უტყუარი აღმოჩნდება, როგორიც ეს გიგი უგულავას შემთხვევაში იყო, მაშინ გამორიცხული არ არის, რომ პარლამენტის ვიცე-სპიკერს, სვანეთში, აწიოკებული და განადგურებული ოჯახისა და სახლის ფონზე წლების წინ ნაჭამმა ცხელმა კუბდარმა, პირი ახლა დაწვას.

ალექსანდრე კაპანაძე

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის