logo2
logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
logo2
logo2
საქართველოს „რესპუბლიკური“ მომავალი
საქართველოს „რესპუბლიკური“ მომავალი
23:18 09.12.2013

მოვლენა, რომელმაც ბოლო დღეების განმავლობაში ვილნიუსის სამიტის შედეგები და მისი მნიშვნელობაც კი გადაფარა,

ეს ადგილობრივი თვითმმართველობების შესახებ კანონპროექტი და მისი განხილვა გახდა.
საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ აღნიშნული კანონპროექტის მიმართ თავისი ნეგატიური დამოკიდებულება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმაც კი დააფიქსირა, რომლისგანაც მსგავსი ხასიათის განცხადება, თუ არ ვცდებით, ჯერჯერობით არასდროს გაკეთებულა.
ადგილობრივი თვითმმართველობების შესახებ კანონპროექტს, რომელშიც პატრიარქმა სეპარატიზმისათვის ნოყიერი ნიადაგის შექმნის სიმპტომები და საქართველოს დაშლის საფრთხე დაინახა, „რესპუბლიკური პარტია“ ლობირებს და მის გატანას კბილებით ცდილობს, თუმცა პატრიარქის რეაქციის შემდეგ, კანონპროექტის ყველა ინიციატორი იძულებული გახდა უკან დაეხია.
თუ საქართველოს სეპარატისტული რეგიონების ინტერესების მიმართ „რესპუბლიკელების“ მკვეთრად ლიბერალურ და თანაგრძნობით აღსავსე დამოკიდებულებას გავითვალისწინებთ, ძნელი მისახვედრი არ არის, რატომ ლობირებენ ისინი აღნიშნული კანონპროექტის გატანას. გარდა ამისა, მათ ამისთვის სხვა მოტივაციაც გააჩნიათ, თუმცა ამაზე ოდნავ მოგვიანებით.
საერთოდ კი, საქართველოს დანაწევრება, რა თქმა უნდა ყველას ინტერესში შეიძლება შედიოდეს გარდა ქართველი ხალხისა, ხოლო ამ ფონზე, პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ხელმძღვანელის კახა კუკავას განცხადება, რომ „რესპუბლიკური პარტია“ მეზობელი ქვეყნის ან ქვეყნების სპეცსამსახურების დავალებას ასრულებს, ლოგიკას მოკლებული ნამდვილად არ შეიძლება იყოს.
გამომდინარე თავისი ადგილმდებარეობიდან და ასევე მწარე ისტორიული გამოცდილებიდან, საქართველოს ფედერალურ პრინციპზე გადაყვანა სეპარატიზმისა და შესაბამისად, საქართველოს დაშლის მართლაც რომ უდიდესი საფრთხის მატარებელია. თუმცა ეს რა თქმა უნდა არ ნიშნავს, რომ ქვეყანამ უნიტარიზმის განუხრელი კურსი უნდა აიღოს, რადგან, როგორც მსოფლიო პრაქტიკა აჩვენებს, უნიტარიზმი და ცენტრალიზაცია, როგორც ქვეყნის განვითარების შემაფერხებელი ფაქტორი, საკმაოდ ეფექტურია.
რაღა თქმა უნდა, დეცენტრალიზაცია აუცილებლად უნდა განხორციელდეს, თუმცა ამ პროცესში მიკროქირურგიული სიზუსტით უნდა იყოს შეფასებული და აწონილი ყველა ის საფრთხე თუ სარგებელი, რაც დეცენტრალიზაციამ ქვეყანას შეიძლება მოუტანოს და რა თქმა უნდა, ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ კანონი, მაქსიმალური დეცენტრალიზაციისა და მინიმალური რისკების მიხედვით უნდა იყოს შედგენილი.
რაც შეეხება მეორე ფაქტორს, რის გამოც „რესპუბლიკური პარტია“ აღნიშნული კანონპროექტის მიღებით სისხლხორცეულად შეიძლება იყოს დაინტერესებული, ეს ხელისუფლებაში ყოფნის განუსაზღვრელი ვადით გახანგრძლივების საკმაოდ მაღალი შანსია.
როგორც ცნობილია, „რესპუბლიკელები“ მაღალი რეიტინგითა და ხალხის სიყვარულით არასოდეს გამოირჩეოდნენ და ისინი ხელისუფლებაში მოსვლას ყოველთვის სხვა პოლიტიკური ძალების ხარჯზე ახერხებდნენ. მათთვის თუნდაც 2 პროცენტიანი ბარიერის გადალახვა წარმატებად ითვლებოდა და ამ ყველაფრის გათვალისწინებით, იქედან გამომდინარე, რომ ამის რეალური შანსი აქვთ, „რესპუბლიკელები“ ხელისუფლებაში ყოფნის მაქსიმალურად გახანგრძლივებას ცდილობენ.
მათი მცდელობის მოტივაციას უფრო მეტად აძლიერებს ის ფაქტი, რომ, კოალიცია „ქართული ოცნება“ ერთიანობას ფაქტიურად მხოლოდ პრაგმატული მოსაზრებების გამო ინარჩუნებს, სხვა მხრივ კი, კოალიციაში შემავალ სუბიექტთა ინტერესები ერთმანეთს უკვე დიდი მანძილით დაშორდა.
გასათვალისწინებელია აგრეთვე ის ფაქტიც, რომ მმართველობის კოალიციური რეჟიმის პარალელურად, პოლიტიკურმა პარტია „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო“-მ, გაძლიერების ინდივიდუალური კურსი აიღო, რისი ნათელი დასტურიც, პარტიის მიერ ჩატარებული ყრილობა იყო, სადაც პოლიტსაბჭოს შემადგენლობის შეცვლიდან დაწყებული, პარტიის ხელმძღვანელისა და გენერალური მდივნის შეცვლით დამთავრებული, რეორგანიზაციისთვის ყველა საჭირო და შეიძლება ითქვას, აუცილებელი ნაბიჯი გადაიდგა.
როგორც მოგეხსენებათ, პარტიას სათავეში ახალი ხელისუფლების ისეთი რეიტინგული ფიგურა ჩაუდგა, როგორიც ირაკლი ღარიბაშვილია. კაცი, რომელსაც პრაქტიკულად ქვეყნის საჭე აბარია, პარტიის ხელმძღვანელის ტვირთს რა თქმა უნდა შემთხვევით არ დაიმატებდა და ასეთ ვითარებაში, ყველაზე სავარაუდოა, რომ ირაკლი ღარიბაშვილის ფაქტორით, „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო“ , როგორც დამოუკიდებელი პოლიტიკური სუბიექტი, მნიშვნელოვნად გაძლიერებას და ქართულ პოლიტიკურ სივრცეში ინდივიდუალური თამაშის წამოწყებას გეგმავს.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, „რესპუბლიკური პარტიისთვის“, ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ კანონპროექტის არსებული სახით გატანა მართლაც რომ იდეალური ვარიანტი იქნებოდა, რადგან პრაქტიკულად გადაწყვეტილია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში კოალიცია კვლავ ერთიანი ძალით მიიღებს მონაწილეობას. ასეთ შემთხვევაში კი, „რესპუბლიკური პარტია,“ კოალიციის სახელით, დანაწევრებულ მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ერთეულებში თავის ხალხს გაიყვანს, რომლებიც რამდენიმე წლის განმავლობაში, ბიუჯეტის ხარჯზე იქნებიან უზრუნველყოფილნი და ამით, „რესპუბლიკელები“ თავიანთ მხარდამჭერებს რეგიონებში მინიმუმ რამდენიმე წლის განმავლობაში დასაქმებულ მდგომარეობაში შეინარჩუნებენ, ხოლო შემდეგ, მათ აუცილებლად გამოიყენებენ საპარლამენტო არჩევნებისთვის.
ასე, რომ ერთი შეხედვით, დეცენტრალიზაციისკენ მიმართული ადგილობრივი თვითმმართველობების შესახებ კანონპროექტი, გაცილებით უფრო შორს მიმავალ მიზნებს ატარებს და მისი თავდაპირველი რედაქციით მიღების შემთხვევაში, ქვეყანას სამომავლოდ საკმაოდ დიდ თავსატეხს გაუჩენს.
სხვათა შორის, კულუარებიდან გამოჟონილი ინფორმაციის თანახმად, აღნიშნულ კანონპროექტს არ ეთანხმება მოქმედი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც, რომლის პოზიციაც, პატრიარქის პოზიციასთან სრულ თანხვედრაში ყოფილა. უფრო მეტიც, აღნიშნულ საკითხზე ღარიბაშვილსა და პრალამენტის თავმჯდომარეს შორის საკმაოდ უსიამოვნო საუბარიც შემდგარა, რაც რეალობას მოკლებული ნამდვილად არ უნდა იყოს.
ასე, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ კანონპროექტი, ნამდვილად არ არის ისეთი მარტივი დოკუმენტი, რომელსაც მხოლოდ კანონპროექტი შეიძლება ვუწოდოთ და ის უფრო, „რესპუბლიკური პარტიის“ მიერ ქვეყნის მომავალი განვითარების შესახებ დაწერილი სცენარის ეპითეტს უფრო იმსახურებს.
რაც შეეხება გასული კვირის განმავლობაში მომხდარ სხვა მნიშვნელოვან მოვლენას, ის შეიძლება პირდაპირ საქართველოს არ უკავშირდებოდეს, თუმცა მისი ფინალი, საქართველოს მომავლისთვის საკმაოდ ბევრი რამის განმსაზღვრელი იქნება.
საქმე უკრაინაში მიმდინარე პროცესებს ეხება.
საკმაოდ კურიოზულია, რომ კიევში მიმდინარე მოვლენებს, ხშირ შემთხვევაში, ადგილობრივ მედიაზე უფრო დრამატულად ქართული ტელეკომპანიები, კონკრეტულად კი „რუსთავი 2“ აშუქებს, რომლის რიტორიკაც საოცრად წააგავს 2003 წლის ნოემბრის თვის რიტორიკას. ცალკე საკითხია რა შეიძლება შეცვალოს „რუსთავი 2“-მა თავისი რიტორიკით უკრაინაში, მაგრამ ის ქართველი მაყურებლის ფსიქოლოგიაზე, უკრაინაში არსებული განწყობის მიმართ, თავის გავლენას ნამდვილად ახდენს და იმ ძალის ინტერესიც, რომელ ძალასაც „რუსთავი 2“ ემსახურება, - სწორედ ესაა.
ამავე რუბრიკაში ვწერდით, რომ უკრაინისა და საქართველოს მაგალითების ერთმანეთთან გაიგივება ამ ქვეყნების ევროინტეგრაციის კუთხით, იგივეა, რომ ვანო მერაბიშვილისა და იულია ტიმოშენკოს მაგალითები გავაიგივოთ.
ისევე, როგორც ტიმოშენკოსა და მკვლელი მერაბიშვილის დანაშაულების ხარისხი განსხვავდება, განსხვავდება აგრეთვე რუსეთის დამოკიდებულება საქართველოსა და უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, რომ აღარაფერი ვთქვათ იმ ბერკეტებზე, რომელიც რუსეთს გაცილებით ნაკლები გააჩნია საქართველოში, ვიდრე უკრაინაში.
რუსეთს, განსხვავებით უკრაინისგან, თავის სამხრეთ საზღვარზე, ევროკავშირის (და არა ნატოს) წევრი საქართველო ნამდვილად აწყობს, ვინაიდან, საზღვრის კონტროლის ევროპისეული სტანდარტებიდან გამომდინარე, რუსეთი სამხრეთით გაცილებით უსაფრთხოდ იგრძნობს თავს, ვიდრე ეს დღესაა.
ასე, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისა და ამჟამად, უკრაინის სტუმრის მიხეილ სააკაშვილის განცხადებები იმის შესახებ, რომ დღეს საქართველოს ბედი კიევში წყდება, სიმართლესთან ისევე დგას ახლოს, როგორც მისივე განცხადება 2008 წლის აგვისტოს ომის მოგების შესახებ, ან „ისტორიკოს“ სვიმონ მასხარაშვილის განცხადება სააკაშვილის გმირობის შესახებ.
უკრაინის მოვლენები საქართველოსთან, რა თქმა უნდა რაღაც დოზით კავშირშია, მაგრამ ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე, მთავარი ფაქტორი და კოზირი მაინც ქართული დიპლომატია, მოთმინება და მიზანმიმართულობა იქნება.
ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე შემაფერხებელ ფაქტორად შეიძლება იქცეს ასევე საქართველოს იუსტიციის მინისტრის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყანა მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის შექმნას აღარ იჩქარებსო. ამ ფაქტმა შეიძლება პირადი ანგარიშსწორების ფაქტების მომრავლება და შესაბამისად ქაოსური სურათის დახატვის შანსები გაზარდოს, რაც ევროკავშირს, ჩვენთვის ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების გზაზე უარის სათქმელ საბაბად გამოადგება. თუმცა ასევე წარმატებით შეიძლება გვითხრას მან უარი იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენა რეალურად დაიწყება და წინა ხელისუფლების ყველა დამნაშავე პირი გასამართლდება. ამ შემთხვევაში დასავლეთმა შესაძლოა მიზეზად პოლიტიკური ოპონენტის მიმართ ანგარიშსწორება მოიდოს და ამის გამო გვითხრას უარი ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებაზე.
ანუ, შანსი იმისა, რომ ევროკავშირმა ასოცირებაზე უარი გვითხრას, სამართლიანობის აღდგენისა და აღუდგენლობის შემთხვევაშიც, პრაქტიკულად ერთნაირია. ამიტომ ვფიქრობთ, სჯობს ახალმა ხელისუფლებამ სამართლიანობის აღდგენაზე რეალურად იზრუნოს, ვინაიდან მას ამ ვითარებაში, დასავლეთის მიერ უარის თქმის შემთხვევაშიც კი, ხელთ საკუთარი მოსახლეობის მხარდაჭერა მაინც დარჩება.
რაც შეეხება სამართლიანობის აღმდგენ პროცესს, ამ კუთხით არსებული მიძინებული მდგომარეობა, გასულ კვირაში მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილის ჩხატარაშვილის დაკავებამ გამოაცოცხლა.
როგორც ცნობილია, ჩხატარაშვილი არა მარტო წინა, არამედ ახალი ხელისუფლების გარკვეული ნაწილის ფავორიტი იყო, ხოლო მისმა დაკავებამ დეპრესიული მდგომარეობა საკმაოდ ბევრს გაუმძაფრა. მათგან პირველ რიგში, „რუხ კარდინალად“ წოდებული გია ხუხაშვილია, რომელიც იძულებული გახდა ეღიარებინა, რომ „ჩხატარაშვილთან გარკვეული კომუნიკაციები ჰქონდა.“ ამასთან, ხუხაშვილმა აწ პატიმრობაში მყოფი ჩხატარაშვილი, ფაქტიურად სააკაშვილის რეჟიმის მსხვერპლად გამოაცხადა.
ასეა თუ ისე, საზოგადოებამ მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილის დაკავება, სამართლიანობის აღდგენის გზაზე გადადგმულ ნაბიჯად შეაფასა და თუ მას ეს შეხედულება კიდევ ერთხელ გაუცრუვდება, მაშინ ის რა თქმა უნდა, საკუთარი ღირსების აღდგენაზე ზრუნვას თავადვე დაიწყებს, რაც, როგორც აღვნიშნეთ, ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე მნიშვნელოვანი ბარიერი გახდება.
ხუხაშვილის მსგავსად, სავარაუდოდ საკუთარ პოლიტიკურ ამბიციებს დაემშვიდობება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძეც, რომელიც, მიუხედავად იმისა, რომ პარტია „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტსბჭოში შეიყვანეს, აქტიურ პოლიტიკას ჩამოშორდება და როგორც თვითონ განაცხადა, კვლავ ბიზნესს დაუბრუნდება.
საგანელიძის შემთხვევა ის მომენტია, რომელიც კოალიციაში ძალთა გადაჯგუფების ფაქტს აშკარად ადასტურებს და არც ისაა გამორიცხული, რომ ყოფილ „მემარჯვენეს“ იმიტომაც შემოსწყრნენ, რომ საკმაოდ ბევრ რაიონში, კოალიციის რიგებში „ნაციონალური მოძრაობის“ სახეები გააერთიანა.
ასეა თუ ისე, ახლო მომავალში კოალიციაში და არა მარტო კოალიციაში, ძალთა ბალანსის საკმაოდ თვალშისაცემი ტრანსფორმაციის მომსწრენი შეიძლება გავხდეთ.
ისევ ქალბატონი თეა წულუკიანის განცხადებას რომ დავუბრუნდეთ, რომლის თანახმადაც სახელმწიფო, მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის შექმნას აღარ იჩქარებს, ეს განცხადებაც საკმაოდ სერიოზული დესტაბილიზაციის საწყისი შეიძლება გახდეს.
ამ განცხადებას მოჰყვა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პატიმართა მასობრივი შიმშილობები, რომელიც დღემდე გრძელდება და აგრეთვე ამავე პატიმართა გარეთ მყოფი ახლობლების პროტესტი.
ამ საკითხთან დაკავშირებით, 15 დეკემბერს, უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე, რუსთაველის გამზირზე მასშტაბური საპროტესტო აქციის ჩატარებას აპირებს. ამ აქციაზე მისული ხალხის რაოდენობა კი, სავარაუდოდ პირდაპირი განმსაზღვრელი იქნება ხელისუფლების ნებისა, დროულად შექმნას და ეფეტურად აამოქმედოს მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი სახელმწიფო კომისია.
და ბოლოს, განცხადება, რომელსაც ქართულმა მედიამ სამწუხაროდ ნაკლები ყურადღება მიაქცია და რომელიც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს ეკუთვნის.
როგორც ლავროვმა, ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში, რუსი სამხედროების მიერ მავთლხლართების გავლების პროცესის კომენტირებისას განაცხადა, დადგება დრო და „ცხელი თავების გაგრილების შემთხვევაში მავთულხლართები საჭირო აღარ იქნება.“
რაც შეეხება „ცხელ თავებს,“ საბედნიეროდ მათი გაგრილების პროცესი ჯერ კიდევ 2012 წლის 1 ოქტომბრიდან დაიწყო, თუმცა, მიუხედავად საკმაოდ სოლიდური დროის შუალედისა, ზოგიერთის თავის ტემპერატურა ჯერ კიდევ მაქსიმუმთან ახლოსაა, რასაც მიხეილ სააკაშვილის მიერ ბოლო დღეებში კიევში გაკეთებული განცხადებებიც ადასტურებს.
საქართველოსა და რუსეთს შორის კი, მიუხედავად იმ ჩიხური მდგომარეობისა, რომელიც სამწუხაროდ დღეს გვაქვს, ურთიერთობა არა ხმამაღალმა და შეურაცხმყოფელმა რიტორიკამ, არამედ პრაგმატიზმზე და ცივ გონებაზე დაფუძნებულმა დიპლომატიამ უნდა შეცვალოს, რაც თავების ტემპერატურას როგორც საქართველოს, ასევე რუსეთის მხრიდან აუცილებლად დასწევს და ამ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების დალაგების კონტურებიც სწორედ ამის შემდეგ შეიძლება გამოიკვეთოს.
მანამ კი საქართველოს ხელისუფლებას, როგორც საგარეო, ასევე საშინაო კუთხით, უამრავი გამოწვევის გამკლავება და ხშირ შემთხვევაში დანის პირზე გავლა მოუწევს.

 

ალექსანდრე კაპანაძე

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის