logo2
logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
logo2
logo2
ვილნიუსის სამიტის შედეგები - რეალობა, სარგებელი და საფრთხეები
ვილნიუსის სამიტის შედეგები - რეალობა, სარგებელი და საფრთხეები
13:22 02.12.2013
ვილნიუსის სამიტი, მიუხედავად მისი სამომავლო შედეგებისა, საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს თარიღად აუცილებლად ჩაიწერება, რადგან შეფასება, რომ „საქართველო ევროპასთან ასე ახლოს არასოდეს ყოფილა“, რასაც ქვეყნის როგორც ხელისუფლება, ასევე ოპოზიციაც უპირობოდ ეთანხმება, - ნამდვილად რეალურია.
დიახ, საქართველო ევროპასთან ასე ახლოს არასოდეს ყოფილა, მაგრამ რა სარგებელს ან რა საფრთხეს შეიძლება შეიცავდეს ეს სიახლოვე, ან რას ნიშნავს რეალურად ასოცირების ხელშეკრულების პარაფირება, ამასთან დაკავშირებით საზოგადოების დიდ ნაწილს სამწუხაროდ ჯერ-ჯერობით სრული წარმოდგენა არ აქვს.
საერთოდ ქართველები მაქსიმალისტები ვართ და ვცდილობთ ამა თუ იმ საკითხში ზედმეტი პოზიტივი ან ზედმეტი ნეგატივი დავინახოთ, რაც ხშირ შემთხვევაში იმ საშუალოს გრძნობას გვაკარგვინებს, რასაც რეალობა და ამ რეალობის ადექვატურად მოქმედება ჰქვია.
ასე, რომ ვილნიუსის სამიტზე მიღწეულით, ზედმეტად ტკბობასა და ამაზე გაუთავებლად ლაპარაკს, სჯობს, რომ უკვე მომავალი წლის სექტემბერზე და უფრო შორეულ პერსპექტივაზე ვიფიქროთ.
ვილნიუსის სამიტზე საქართველომ ნამდვილად ისტორიულ დოკუმენტს მოაწერა ხელი, მაგრამ ამ დოკუმენტის ხელმოწერა პარალელურად იმ უდიდეს ვალდებულებასა და უდიდეს შრომას მოითხოვს, რაც ჩვენმა ქვეყანამ წარმატების მისაღწევად აუცილებლად უნდა გასწიოს.
ამ წარმატებისკენ მეორე ნაბიჯი კი, საქართველომ მომავალ წელს, სავარაუდოდ სექტემბერში უნდა გადადგას, როცა ასოცირების შეთანხმებას ხელი მოეწერება. მანამ კი ქვეყანას უამრავი სამუშაო აქვს ჩასატარებელი, დაწყებული საკანონმდებლო ბაზის ევროსივრცის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციით, დამთავრებული იმ შიდა თუ გარე გამოწვევებით, რომელიც მას ამ პერიოდის განმავლობაში აუცილებლად ექნება.
არ უნდა დავივიწყოთ ასევე ისიც, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ საქართველო მოახერხებს და ასოცირების ხელშეკრულებას მომავალ წელს ხელს მოაწერს, საბოლოო გამარჯვება არც ეს არ იქნება, ვინაიდან ასოცირებიდან სრულ წევრობამდე, ასევე შრომატევადი და გრძელი გზაა გასავლელი.
ამის მაგალითად კი თურქეთის პრეცედენტიც გამოდგება, რომელსაც ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება რამდენიმე ათეული წელია გაფორმებული აქვს და რომელიც ამ გაერთიანების წევრობას დღემდე უშედეგოდ ელის.
გზა, რომელიც საქართველომ ევროოჯახის სრულ წევრობამდე უნდა გაიაროს, როგორც აღვნიშნეთ საკმაოდ რთული იქნება, თუმცა ამ პერსპექტივაზე საუბრისას, არც მხოლოდ თურქეთის მაგალითიდან გამოსვლა იქნება მართებული, რადგან ევროკავშირის წევრობას, აღმოსავლეთ ევროპის ყოფილი სოციალისტური ბანაკის წარმომადგენლებმა გაცილებით მცირე ვადებში მიაღწიეს.
ნუ დაგვავიწყდებათ აგრეთვე, რომ დღეს მსოფლიოში განსხვავებული პოლიტიკური ვითარებაა და საქართველოსთან პარტნიორობა დასავლეთს ისევე სჭირდება, როგორც თავად საქართველოს სჭირდება დასავლეთთან პარტნიორობა. იმ განსხვავებით, რომ თუ ეს თანამშრომლობა არ შედგა, საქართველოს პარტნიორის ძებნა სხვა მიმართულებითაც შეუძლია, ევროკავშირი კი, ამის შესაძლებლობას კავკასიაში, მოკლებული იქნება.
რაც შეეხება თურქეთს, როდესაც ეს ქვეყანა ნატოში მიიღეს და ევროკავშირის წევრობასაც დაჰპირდნენ, ევროპასაც და ამერიკასაც თურქეთში სასიცოცხლო ინტერესები ჰქონდათ ჩადებული, ვინაიდან ეს ქვეყანა პირდაპირ ესაზღვრებოდა იმ დროისთვის მსოფლიო პოლიტიკის მონსტრ საბჭოთა კავშირს და დასავლეთს თურქეთი, თავისი ყველაზე დიდი მოწინააღმდეგის საზღვარზე ბუფერის როლის შემსრულებლად სჭირდებოდა.
საბჭოთა კავშირისგან როგორც ცნობილია, ყველაზე დიდი საფრთხე სამხედრო კუთხით მოდიოდა, ვინაიდან მისი ეკონომიკა 60-70-იანი წლების შემდეგ პერმანენტული დაღმასვლით ხასიათდებოდა. სწორედ ამიტომ, პრაგმატულმა დასავლეთმა თურქეთს სწორედ სამხედრო ბლოკში გაწევრიანების საშუალება მისცა, ხოლო ეკონომიკურ სივრცეში, ანუ ევროკავშირში გაწევრიანებას კი დაჰპირდა და ეს ქვეყანაც, დღემდე ამ დაპირების ასრულების მოლოდინის რეჟიმში ცხოვრობს.
მიუხედავად ამისა, საქართველოს თურქეთთან შედარებით, როგორც აღვნიშნეთ, აღმოსავლეთ ევროპის ყოფილი სოციალისტური ბანაკის ქვეყნების მსგავსად, მთელი რიგი უპირატესობები გააჩნია, რაც იმის იმედს ნამდვილად იძლევა, რომ ამ გაერთიანებაში გასაწევრიანებლად, ათეულობით წლების განმავლობაში ლოდინი არ მოუწევს.
ეს კი მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ ჩვენი ქვეყანა ყველა იმ საგარეო თუ საშინაო გამოწვევას გაართმევს თავს, რაც მას ევროინტეგრაციის გზაზე გადაეღობება.
ეს წინააღმდეგობა იქნება როგორც საშინაო, ასევე საგარეო ხასიათის და თუ საგარეო გამოწვევების დროს, საქართველო დიპლომატიურ ჩარჩოებს არ უნდა გასცდეს და ის ვალდებულიცაა, რომ ეს გააკეთოს, საშინაო გამოწვევების შემთხვევაში, ახალ ხელისუფლებას შეუძლია, რა თქმა უნდა კანონის ფარგლებში, მეტი სიხისტეც გამოიჩინოს, რაც ქვეყნის შიდა სტაბილურობის განცდას გაამყარებს და ასევე, ერთხელ და სამუდამოდ, ჯანსაღი ინსტიტუციონალური მოწყობის ჩამოყალიბებასა და ჩინოსანთა მენტალიტეტში დაუსჯელობის სინდრომის გაქრობას შეუწყობს ხელს.
რაც შეეხება საგარეო საფრთხეებს, ანალიტიკოსთა და პოლიტიკოსთა ვარაუდით, საგარეო საფრთხეებიდან პირველ რიგში, ჩრდილოური საფრთხეა აღსანიშნავი, რადგან რუსეთი საქართველოს ევროზონაში გაწევრიანებს არ შეეგუება.
ეს ის შეფასებაა, რომელიც არგუმენტებს ნაკლებად ემყარება და უფრო მეტად, ემოციური ვარაუდების დონეზეა გაკეთებული და ამ შეფასებასთან დაკავშირებით კამათი ნამდვილად შეიძლება.
პირველ რიგში იმიტომ, რომ ევროკავშირი არ არის სამხედრო გაერთიანება, როგორიც მაგალითად ნატოა. ის უფრო ეკონომიკური სივრცეა და ამიტომ, რუსეთის რეაქცია საქართველოს ევროკავშირში გაერთიანებასთან დაკავშირებით, ისეთი მკვეთრი ნამდვილად არ იქნება და ეს პროცესი მისთვის არც ისეთი მიუღებელი იქნება, როგორც ეს ჩვენი ქვეყნის ნატოში გაერთიანება იქნებოდა.
უფრო მეტიც, პრაგმატული პოლიტიკის გატარების შემთხვევაში, რუსეთს, საქართველოს ევროკავშირში გაერთიანებით საკმაოდ სერიოზული სარგებლის მიღება შეუძლია, ვინაიდან ევროკავშირს თავისი სტანდარტები გააჩნია დაწყებული საზღვრების კონტროლიდან, დამთავრებული ეკონომიკური მიმართულებით, რაც კონტრაბანდას და შავი ფულის მოძრაობას მართალია არა სრულად, მაგრამ მაქსიმალურად გამორიცხავს.
იმ შემთხვევაში კი, თუ საქართველო ევროკავშირის ყველა სტანდარტსა და მოთხოვნას დააკმაყოფილებს, რუსეთი, სამხრეთის საზღვარზე მიიღებს ქვეყანას, რომლის მეშვეობითაც, შეუძლია კავკასიაზე და პირველ რიგში ჩრდილოეთ კავკასიაზე კონტროლი მაქსიმალურად შეინარჩუნოს და გააძლიეროს.
საქართველოს სახით ევროკავშირის წევრი ქვეყნის მეზობლობა რუსეთისთვის ნიშნავს, რომ შანსი იმისა, რომ ჩრდილოეთ კავკასიაში წინა აზიიდან საქართველოს გავლით რაიმე საფრთხემ შეაღწიოს, პრაქტიკულად გამოირიცხება და გამოირიცხება აგრეთვე შესაძლო ეკონომიკური და კრიმინალური ხასიათის დივერსიებიც, იქნება ეს კონტრაბანდა თუ ნარკობრუნვა.
რა თქმა უნდა ზემოთჩამოთვლილი ფაქტორები არ ნიშნავს, რომ რუსეთი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას ფეხზე ადგომით და ოვაციებით მიესალმება, მაგრამ სწორედ აქ უნდა ითამაშოს გადამწყვეტი როლი ქართულმა დიპლომატიამ, რომ რუსეთის მხარე იმ სიკეთეში დაარწმუნოს, რაც მან საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებით შეიძლება მიიღოს.
სამწუხაროდ, საქართველოს დღევანდელი დიპლომატია, თუ არ ჩავთვლით პრემიერის პირად წარმომადგენელს რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირების საკითხებში ზურაბ აბაშიძეს, ამ მიმართულებით ძალიან სუსტად გამოიყურება და ასევე სამწუხაროდ, რუსეთთან დაკავშირებით რიტორიკა, „ნაციონალური მოძრაობისა“ და მიხეილ სააკაშვილის წასვლის შემდეგ, დიდად არ შეცვლილა. აქ უპირველეს ყოვლისა ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრო და ამ უწყების პირველი პირი იგულისხმება, რომლის ძალისხმევაც რუსეთთან ურთიერთობისა და აგრეთვე დასავლეთში, „ნაციონალური რეჟიმის“ დროს არსებული რეალობის წარმოჩენის კუთხით, ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს.
თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნული უწყების პირველი პირი იმ პოლიტიკური ძალის ლიდერის უახლოესი ნათესავია, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და ამერიკის შეერთებულ შტატებთან ზედმეტ სიმპათიებშია შემჩნეული, მაია ფანჯიკიძის მოქმედება თუ განცხადებები არცთუ ისე ძნელი ასახსნელია.
დიპლომატიის ასეთმა დონემ კი, შეიძლება რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირებაზე საკმაოდ ნეგატიურად იმოქმედოს, რაც აუცილებლად ასევე ნეგატიურად აისახება საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზეც, ვინაიდან გულუბრყვილობაზე მეტი იქნება ვიფიქროთ, რომ ევროკავშირი თავის რიგებში ისეთ ქვეყანას მიიღებს, რომელსაც მსოფლიოს იმ სუპერსახემწიფოსთან კონფრონტაციული რეჟიმი ექნება, რომელთან კონფრონტაციასაც, თავად ევროკავშირი დეკლარირებულად უფრთხის.
ასე, რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე წარმატება, რუსეთთან წარმოებული დიპლომატიის პირდაპირპროპორციული იქნება.
არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ რუსეთი არ არის მხოლოდ ვლადიმერ პუტინი ან მხოლოდ სახელმწიფო დუმა. რუსეთს ასევე მართავს უზარმაზარი მახინა, დაწყებული გენერალიტეტით და დამთავრებული სამრეწველო იმპერიებით, რომელთაც ანგარიშს ვლადიმერ პუტინიც საკმაოდ ხშირად უწევს, რადგან მას სხვა გზა არც აქვს.
აქედან გამომდინარე, მოულოდნელი არ უნდა იყოს არც ის, რომ რუსეთის გარკვეული ძალები, კვლავ შეეცდებიან სხვადასხვა სახის პროვოკაციებით საქართველოს ევროინტეგრაციისკენ სვლა შეაფერხონ, თუმცა როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ამ შემთხევაში, საქართველო მთლიანად დიპლომატიისა და საერთაშორისო თანამეგობრობის არსენალს უნდა დაეყრდნოს და არავითარ შემთხვევაში პროვოკაციებზე არ უნდა წამოეგოს.
საქართველომ უნდა ისარგებლოს იმ ვითარებით, რაც დღეს მთელ მსოფლიოშია შექმნილი და იქედან გამომდინარე, რომ ჩვენი ქვეყანასთან პარტნიორობის საჭიროება როგორც დასავლეთს, ასევე რუსეთსაც ერთნაირად აქვს, - მაქსიმალური სარგებელი მიიღოს.
ევროკავშირში ინეგრაციის გზაზე, საქართველოს შეიძლება კიდევ ერთი ბარიერი დაუდგეს წინ, რასაც ქართული მენტალიტეტი და ტრადიციები ჰქვია.
როგორც მოგეხსენებათ, ევროკავშირის ერთ-ერთ უმთავრეს და ფუნდამენტურ ფასეულობას, სექსუალური უმცირესობებისა და რელიგიური უმცირესობების დაცვა და მათთვის, არსებობის მაქსიმალური პირობების შექმნა წარმოადგენს. დასავლეთშივე, დღეს გავრცელებული პრაქტიკის თანახმად კი, სექსუალური უმცირესობები, ტრადიციული ორიენტაციის მატარებლენთან შედარებით არათუ თანაბარუფლებიან, არამედ პრივილეგირებულ მდგომარეობაშიც კი იმყოფებიან.
მიუხედავად იმისა, რომ ქართული საზოგადოება, როგორც რელიგიური, ასევე სექსუალური უმცირესობების მიმართ, საუკუნეების განმავლობაში თავისი ტოლერანტული დამოკიდებულებით გამოირჩეოდა, ძნელად საპროგნოზოა, თუ რამდენად შეეგუება ის სექსუალური უმცირესობების უფლებების დომინაციას, მითუმეტეს თუ ეს დომინაცია, საკუთარი უფლებების შემცირების ხარჯზე მოხდება.
რამდენიმე საუკუნის განმავლობაში, ჩვენს დედაქალაქში, საზოგადოების ხელშეუხებლობით სარგებლობდნენ ისეთი ინსტიტუტის წარმომადგენლები, როგორიც კინტოების ინსტიტუტი იყო და რომელთა უმრავლესობაც, სწორედ „მეკურტუმეებად“ იყვნენ ცნობილნი. ასევე, ათეულობით წლების განმავლობაში, სრულიად დედაქალაქმა იცოდა განსხვავებული ორიენტაციის ხალხის თავშეყრის ადგილი გოგირდის აბანოებში, მაგრამ მათ მიმართ საზოგადოების აგრესია არასოდეს ყოფილა, რაც ქართული მენტალიტეტის უდავო და გენეტიკურ ტოლერანტობაზე მიუთითებს, მაგრამ გოგირდის აბანოდან გამოსულ უმცირესობებს, რომ მეიდანზე „გაფერადების პროპაგანდა“ დაეწყოთ, ვფიქრობ საზოგადოების რეაქცია სხვანაირი იქნებოდა.
ასე, რომ ამ ერთი შეხედვით არცთუ მნიშვნელოვან ფაქტორზე, ბევრი ისეთი რამეა დამოკიდებული, რაც მსოფლიო პოლიტიკაზე ახდენდა გავლენას და საზოგადოებამ, როდესაც ის ისეთი მიზნისკენ მიისწრაფვის, როგორიც მსოფლიოში ყველაზე განვითარებულ სივრცეში ინტეგრაციაა, ესეც უნდა გაითვალისწინოს.
რაც შეეხება მეორე შიდა ფაქტორს, რომელმაც შეიძლება ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე ბარიერის როლი შესარულოს, ეს ყოფილი ხელისუფლებისის ნარჩენებია, რომლებიც, თავიათი მოქმედების სტილიდან გამომდინარე, ყველანაირად ეცდებიან საქართველოს წარმატებას ხელი შეუშალონ, დასავლეთში რეალობისგან განსხვავებული ინფორმაციები გაიტანონ და აგრეთვე, ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რომ ქვეყნის შიგნით, რელიგიურ თუ ეთნიკურ ჯგუფებს შორის შუღლისა და მტრობის გაღვივებას შეუწყონ ხელი.
ამის ბერკეტები წინა ხელისუფლებას სამწუხაროდ ჯერ კიდევ ბლომად შემორჩა.
ასე, რომ მომავალი წლის სექტემბრამდეც და მის შემდეგაც, ქვეყნის ხელისუფლება როგორც საშინაო, ასევე საგარეო კუთხითაც მნიშვნელოვან გამოწვევებს უნდა ელოდოს და ამ გამოწვევების გასამკლავებლად, მას პრაქტიკულად შეცდომის დაშვების უფლება არ აქვს, ვინაიდან საქართველოს, როგორც დასავლეთი, ასევე ჩრდილოეთიც, დღეიდან კიდევ უფრო ძლიერი გამადიდებელი შუშით დააკვირდება, რომ არაფერი ვთქვათ გარკვეულ ძალებზე, რომლებიც ქვეყნის შიგნით, მუდმივად ჩასაფრებულის პოზიციაში იქნებიან.
ახალ ხელისუფლებას, ძალიან ბევრი შიდა გამოწვევის პრევენცია ერთი უბრალო ქმედებით შეუძლია, რასაც „სამართლიანობის აღდგენა“ ჰქვია, თუმცა როგორც საზოგადოება დარწმუნდა, გიორგი მარგველაშვილის დაპირებული კოჰაბიტაციის დასრულება გაურკვეველი დროით გადაიდო.
რაც შეეხება ევროკავშირში გაწევრიანებით მიღებულ სარგებელს, ეს საქართველოს მომავალი განვითარებისთვის მართლაც ფასდაუდებელი იქნება, რადგან ამ შემთხვევაში ქვეყანა პრაქტიკულად, სტაბილური განვითარების გარანტიას მიიღებს და ისეთი თამაშის წესებით მოუწევს მოქმედება, რომელიც ასევე გარანტირებული წარმატების მომტანია.
ვილნიუსის სამიტის დროს, ევროინტეგრაციის გზაზე გადადგმული წარმატებული ნაბიჯის რეალურ და ხელშესახებ შედეგს კი, საქართველო რამდენიმე თვეში იგრძნობს, რაც ქვეყნის პროდუქციისთვის ევრობაზრის გახსნას გულისხმობს, თუმცა უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ევრობაზარს უმკაცრესი მოთხოვნები გააჩნია, რომლის დაცვაც საქართველოსთვის აუცილებელი იქნება.
საქართველო ამისთვისაც მზად უნდა იყოს.
ევროინტეგრაციის რთულ და დაბრკოლებებით აღსავსე გზაზე კი, ჩვენი ქვეყანა, რამდენიმე გამონაკლისის გარდა, უშეცდომოდ და შეუნელებელი ტემპით მიაბიჯებს, რაც იმის ფიქრის საფუძველს ნამდვილად იძლევა, რომ საქართველო არცთუ შორეულ მომავალში, მსოფლიოს განვითარებული ქვეყნების რიგებში ჩადგება.

ალექსანდრე კაპანაძე

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის