logo2
logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
logo2
logo2
„ნაციონალების“ წარმატებული პროვოკაციული და პიარ შეტევა
„ნაციონალების“ წარმატებული პროვოკაციული და პიარ შეტევა
19:01 03.09.2013
წინა ხელისუფლებას, პარტია „ნაციონალურ მოძრაობას“ და პირადად პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, შესაძლოა ყველაფერი დააბრალო, მაგრამ ფაქტი, რომ ისინი პროვოკაციებისა და პიარის დიდოსტატები არიან არავითარ ეჭვს არ იწვევს.
ამის მაგალითი ქართველმა საზოგადოებრიობამ ჯერ კიდევ 2002-2003 წელს ნახა, როდესაც პოლიტიკურ ასპარეზზე შედარებით ახლადგამოჩენილმა და პოპულარობის მწვერვალზე მყოფმა მიხეილ სააკაშვილმა და მისმა გუნდმა, შეძლეს და კარგად გათვლილი პროვოკაციებისა და პიარ-ტრიუკების მეშვეობით, ხელისუფლება შეცვალეს.
ყოფილი მმართველი ძალა, დაკარგული გავლენის აღდგენას და ხელისუფლებაში კვლავ დაბრუნებას, დღესაც ანალოგიური მეთოდებით ცდილობს და რაც ყველაზე უფრო თვალშისაცემი და სამწუხაროა, მათ, ისევე როგორც შევარდნაძის მთავრობის დროს, ანუ 2002 -03 წლებში, რეალური წინააღმდეგობა არც დღეს ხვდებათ და უფრო მეტიც, მათმა მიზანმიმართულმა პიარ -კამპანიებმა, გარკვეული შედეგები უკვე გამოიღო, რაც საზოგადოების განწყობის თვალშისაცემ ცვლაზე აისახა.
ბოლო პერიოდის ყველაზე გახმაურებული პროვოკაცია, რომელიც ყოფილ ხელისუფლებას აშკარად კარგად გამოუვიდა, ეს ადიგენის რაიონის სოფელ ჭელაში განვითარებული მოვლენები იყო.
დაკვირვებული თვალისთვის, აღნიშნული მოვლენების ანალიზისას საკმაოდ ბევრი კითხვის ნიშანი შეიძლება დაიბადოს, რამაც შეიძლება საბოტაჟის ნიშნების გამოვლენამდეც მიგვიყვანოს.
დავიწყოთ იქედან, რომ ადიგენი, საქართველოს ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის მშობლიური რაიონია, სადაც, სავსებით ბუნებრივია, რომ მას მხარდამჭერები და გულშემატკივრები საკმაო რაოდენობით ჰყავდეს, მით უმეტეს ისინი, ვინც ვანო მერაბიშვილის გარემოცვასთან დაახლოებულ ბიზნესწრეებთან ასოცირდებოდა. ასეთი ხალხი, რა თქმა უნდა დღესაც ყველაფერზე წავა, რომ თუნდაც ვანო მერაბიშვილის გამო, ახალი ხელისუფლების რაიმე ფორმით დისკრედიტაცია მოახდინოს, მაგრამ უფრო საინტერესოა, რას ფიქრობდნენ ის კონკრეტული თანამდებობის პირები, ვინც მინარეთის დაუყოვნებლივი დემონტაჟის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო და მოსალოდნელი შედეგი არ გათვალა?
რა თქმა უნდა ძალიან დიდ ეჭვს ბადებს ის საკითხი, რომ ადგილობრივმა მუსლიმებმა მინარეთი ღამით აღმართეს, თანაც ისე, რომ ამის შესახებ საქმის კურსში არავინ არ ჩაუყენებიათ. აღარაფერს ვამბობ ამ კონსტრუქციის საბაჟოზე შემოტანასთან დაკავშირებით.
თუნდაც ის ფაქტი, რომ მინარეთი ფარულად აღმართეს, საკმარისი იყო იმის შესახებ ეჭვის გასაჩენად, რომ ეს პროვოკაციულ გამოხტომას წარმოადგენდა და ამ კანონდარღვევის ხისტი ქმედებებით აღკვეთა, მიუხედავად იმისა, რომ სამართლებრივი დარღვევა აშკარა იყო, - მაინც არ უნდა დაეშვათ.
მინარეთის აღებამდე, ადგილობრივ პასუხისმგებელ პირებს რომ სოფლის მოსახლეობაში თუნდაც ერთსაათიანი საინფორმაციო სამუშაო ჩაეტარებინათ და განემარტათ მათთვის ზემოთნახსენები კანონდარღვევის შესახებ, სავარაუდოდ ეს პროვოკაცია ძირშივე აღმოიფხვრებოდა, პირდაპირ მინარეთის დემონტაჟის დაწყებამ კი, ადგილობრივი მუსლიმი მოსახლეობის ყველაზე მგრძნობიარე სიმზე იმოქმედა, რასაც მოჰყვა კიდეც დაპირისპირება.
ახალმა ხელისუფლებამ ამ კონკრეტული პრობლემის გადაჭრის გზის მოძიების გარდა, ის ხალხიც უნდა გამოავლინოს, ვისი ხელიც უშუალოდ ამ პროვოკაციაში ერია.
ერთადერთი, ვინც ამ მოვლენებით მოგებული დარჩა, ეს „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ლიდერია. უფრო მეტიც, მათ, ამ სავარაუდო პროვოკაციით, მინიმუმ ორი კურდღელი დაიჭირეს.
პირველი - კიდევ ერთხელ მოახერხეს და საქართველო მსოფლიოს თვალში, როგორც არატოლერანტი და ველური ხალხით დასახლებული ტერიტორია წარმოაჩინეს, რომელთაც ხელისუფლებაც შესაფერისი მოუვიდა, რის შედეგადაც, ქვეყანაში რელიგიური უმცირესობების მასიური შევიწროება-ჩაგვრა დაიწყო.
შეგახსენებთ, რომ ორიოდე თვის წინ, ასევე წარმატებული ავანტიურით, გარკვეულმა ძალებმა მოახერხეს და საქართველო წარმოაჩინეს როგორც არატოლერანტი ქვეყანა სექსუალური უმცირესობების მიმართ.
გარდა ამისა, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოახერხა და ჭელას ინცინდენტით, მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგაც გაილაშქრა.
რა თქმა უნდა ვარაუდი იმისა, რომ ასეთი პროვოკაციებით, ყოფილი ხელისუფლება ძალაუფლების დაბრუნებას მალე შეძლებს, უფრო ფანტასტიკის სფეროს განეკუთვნება, მაგრამ აქ ორი საკმაოდ შემაშფოთებელი ფაქტორია გასათვალისწინებელი.
მათგან პირველი ისაა, რომ ასეთი ლოკალური პიარ-პროვოკაციებით და კონკრეტული მესიჯების მიზანმიმართული, მუდმივი ტირაჟირებით, წინა ხელისუფლებამ შეძლო და საზოგადოების განწყობაში გარკვეულწილად ტრანსფორმაცია შეიტანა. ეს რა თქმა უნდა არ ნიშნავს, რომ ხალხს „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ჩადენილი ქმედებები დაავიწყდა და ისინი მისი მხარდამჭერები გახდნენ, მაგრამ, ფსიქოლოგიიდან გამომდინარე, ხანგრძლივ პერსპექტივაში ხალხის გარკვეულ კატეგორიას ეს შეიძლება მართლაც დაავიწყდეს, რამაც საზოგადოება გამოუსწორებელ შეცდომამდე შეიძლება მიიყვანოს.
მეორე ფაქტორი კი ისაა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მიზანმიმართულ პიარ-შეტევებს და შეიძლება ითქვას პიარ-პრესინგს, ახალი ხელისუფლება მნიშვნელოვანს ვერაფერს უპირისპირებს, რისი შედეგიცაა ის, რომ პიარის თვალსაზრისით, წინა ხელისუფლება მოქმედს, საკმაოდ დიდი ანგარიშით უგებს და უკვე სახეზეა, რომ თამაში უკვე კოალიციის ნახევარზეა გადატანილი. ამის დასტურია, ის, რომ ახალი ხელისუფლება „ნაციონალურმა მოძრაობამ,“ პრაქტიკულად თავის მართლების რეჟიმში გადაიყვანა და რომ არა ხალხის უდიდესი ნდობა პრემიერისა და მისი სიტყვების მიმართ, მდგომარეობა ქართულ პოლიტიკურ რეალობაში, დღეს გაცილებით მძიმე იქნებოდა.
ის, რომ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენელთა აბსოლუტური უმრავლესობა და პირადად მიხეილ სააკაშვილი ყველაფერზე, მათ შორის სამოქალაქო დაპირისპირებაზეც კი წავლენ, ოღონდ მაქსიმუმ ხელისუფლებაში დაბრუნდნენ და მინიმუმ თავისუფლება შეინარჩუნონ, არავისთვის ახალი არაა და სწორედ ეს უნდა გაითვალისწინოს ყველაზე მეტად ახალმა ხელისუფლებამ და ნურც ის დაგვავიწყდება, რომ მიხეილ სააკაშვილს მხარდამჭერ-თანამგრძნობები, ამავე ახალ ხელისუფლებაშიც საკმაოზე მეტი ჰყავს.
ვრცელდება მოსაზრება, რომ ყოფილი ხელისუფლება, მათ მიერ თავის დროზე „დავერბოვკებულ“ კრიმინალურ ელემენტებს ააქტიურებს და მათ დანაშაულის ჩადენას აიძულებს.
სხვათა შორის ხელისუფლების ცვლის პირველივე დღეებიდანვე, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი პიარ-კოზირი, სწორედ კრიმინოგენული ფონი იყო და როგორც ყველას გვახსოვს, ისინი ხშირად მანიპულირებდნენ თემით, რომ ქვეყანაში კრიმინოგენული თვალსაზრისით აუტანელი მდგომარეობაა.
მიუხედავად ამისა, ნაკლებსავარაუდოა, ყოფილ ხელისუფლებას იმის რესურსი გააჩნდეს, რომ ქვეყანაში კრიმინოგენული ფონი ხელოვნურად დაძაბოს, თუმცა ამის ცალკეული შემთხვევები არ უნდა გამოვრიცხოთ, მითუმეტეს, რომ ხშირ შემთხვევაში, ამა თუ იმ მომხდარი დანაშაულის შესახებ, კობა ხაბაზის არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალი ზონა“ ინფორმაციას ისეთი შესაშური ოპერატიულობით ავრცელებს, რომ რჩება შთაბეჭდილება, თითქოსდა ამ ორგანიზაციის წარმომადგენლები დანაშაულის ჩადენის ადგილას წინასწარ იყვნენ ჩასაფრებულნი.
სხვათა შორის „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა და ყოფილმა პარლამენტარმა კობა ხაბაზმა ამ რამდენიმე დღის წინ „თავისუფალი ზონის“ შესახებ განაცხადა, რომ ეს ორგანიზაცია მისი წევრების ჯიბიდან დადებული თანხით არსებობს, ხოლო მათ ოპერატიულ ინფორმირებას ქვეყნის მასშტაბით, ის მოტივირებული საზოგადოება ახდენს, რომლებიც „ქვეყანაში არსებული მდგომარეობით შეწუხებულები და შეშფოთებულები არიან.“
მცირე ექსპერიმენტიც რომ ჩავატაროთ და ქვეყნის ნებისმიერ რაიონში მოსახლეობა გამოვკითხოთ იმის შესახებ თუ რამდენმა მათგანმა იცის ორგანიზაცია „თავისუფალი ზონის“ არსებობა და უფრო მეტიც, რამდენმა იცის ამ ორგანიზაციის საკონტაქტო ინფორმაცია, დარწმუნებული ვართ, შედეგი პრაქტიკულად ნულოვანი იქნება.
ხოლო თუ ბოლო დროს გავრცელებულ ინფორმაციასაც გავითვალისწინებთ, რომლის თანახმადაც, „თავისუფალი ზონის“ მიერ შექმნილ საინფორმაციო პორტალს შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი პრესსამსახური გურამ დონაძე ხელმძღვანელობს, ბევრ რამეზე შეიძლება დასკვნის გამოტანა.
იმას, რომ მძიმე კრიმინოგენული ფონის შესახებ სურათის დახატვა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ძირითადი პიარ-მიმართულებაა, ადასტურებს მათ მიერ შინაგან საქმეთა სამინისტროსგან ჩატარებული პრევენციული ღონისძიებების შეფასება, რომლებიც მათ „რეიდებად“ მონათლეს და აცხადებდნენ, რომ ამით მოქალაქეების უფლებები ირღვევა.
სხვათა შორის, ამ აზრის განვითარებას საზოგადოებაში, ზემოთნახსენები „თავისუფალი ზონაც“ აქტიურად ცდილობდა.
ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენელთა მიერ, დღევანდელი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მოქმედების გაკრიტიკება, ცინიზმზე უფრო მეტია, ვინაიდან ყველაზე მახინჯი ფორმა, რითაც შინაგან საქმეთა სამინისტრო შეიძლება არსებობდეს, იქნება ეს ავტორიტარული რეჟიმის გამამყარებელ ინსტიტუტად გადაქცევა თუ პოლიტიზირებული პოლიცია, -სწორედ მათ და დღეს პატიმრობაში მყოფმა მათმა გენერალურმა მდივანმა ვანო მერაბიშვილმა შექმნა.
ჩამოთვლა იმისა, თუ რას აკეთებდნენ პოლიციელები ვანო მერაბიშვილის დროს, შორს წაგვიყვანს და ამაზე ფაქტიურად დაუსრულებლად შეიძლება საუბარი, ხოლო ის, რომ დღევანდელი პოლიცია საზოგადოებაში არა ძალადობასთან და იარაღის ან ნარკოტიკის ჩადებასთან, არამედ რეალურად სამართალდამცავ ორგანოსთან ასოცირდება, სწორედ იმ სამწუხაროდ არცთუ მრავალრიცხოვან თვალშისაცემ შედეგთაგანია, რომელიც ახალი ხელისუფლების პოზიტივში აუცილებლად უნდა ჩაიწეროს.
სხვათა შორის, ამ შემთხვევაშიც საკმაოდ ჭკვიანურად გათვლილ პიარ-ქმედებასთან გვქონდა საქმე, ვინაიდან სიტყვა „რეიდი,“ საზოგადოებაში შევარდნაძის დროინდელი პოლიციის ასოციაციას იწვევს და მოსახლეობის ქვეცნობიერზე ზემოქმედებისთვისაა განკუთვნილი, ხოლო რაც შეეხება პრევენციულ ღონისძიებებს, ის ნებისმიერ დროს, ნებისმიერ განვითარებულ და დემოკრატიულ ქვეყანაში ტარდება და ამაში უჩვეულო ნამდვილად არაფერია, მითუმეტეს, რომ ამ ღონისძიებების შედეგად საკმაოდ დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი და ცივი იარაღი იქნა ამოღებული.
გარდა ამისა, ვერავინ, თვით „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებმაც კი, ვერ მოიტანეს თუნდაც ერთი ირიბი მტკიცებულებაც იმის შესახებ, რომ აღნიშნული ღონისძიებების დროს, პოლიციამ რაიმე ფორმით ადამიანის უფლებები დაარღვია.
ვფიქრობთ ამ შემთხვევაში ვანო მერაბიშვილის დროინდელ, დაუსჯელობის სინდრომით განებივრებულ პოლიციასთან პარალელის გავლებაც კი დაუშვებელია.
ე.წ. რეიდებზე განგაშის ატეხვა, ნაციონალური მოძრაობის მიერ, დაახლოებით რამდენიმე თვის წინ მათ მიერვე ატეხილ „განგაშს“ ემსგავსება, როდესაც საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გიორგი ვაშაძემ, პატრულ-ინსპექტორების ეკიპირებაში ვიდეოკამერების შეტანა, ლამის ტოტალური თვალთვალის ლეგალიზაციად მონათლა და ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევაზე გააკეთა განცხადება.
საერთოდ, პატრულ-პოლიციელთა ეკიპირებაში ვიდეოკამერების დამატება დიდი ნოვაციას არ წარმოადგენს და ამის გაკეთება წინა ხელისუფლებასაც შეეძლო, თუმცა იქედან გამომდინარე, რომ ვანო მერაბიშვილის დროს, სწორედ პოლიციელების მიერ ირღვეოდა ყველაზე მეტად ადამიანის უფლებები, რა თქმა უნდა ამის გაკეთება და მტკიცებულებების შექმნა, მათ ნამდვილად არ აწყობდათ.
ასე, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ნებისმიერი ისტერიკა საქართველოში პოლიციელების მიერ ადამიანის უფლებების დარღვევის შესახებ, იმის გათვალისწინებით, რომ საზოგადოებას ჯერ კიდევ კარგად ახსოვს მერაბიშვილის პოლიცია, - იგივე საზოგადოების მხრიდან თანაგრძნობას, ჯერჯერობით ვერავითარ შემთხვევაში ვერ გამოიწვევს.

ალექსანდრე კაპანაძე
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის