logo2
logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
logo2
logo2
კოაბიტაციის პროცესს შეწირული ხალხის კეთილგანწყობა
კოაბიტაციის პროცესს შეწირული ხალხის კეთილგანწყობა
16:40 07.08.2013
ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრების ბოლო დღეებმა უკვე აშკარად აჩვენა, რომ 2012 წლის 1 ოქტომბერს ხელისუფლებაში ტრიუმფით მოსული კოალიცია, თავის ყველაზე მეტ სიმდიდრესა და ძალას, - ხალხის კეთილგანწყობას, ხელაღებით ფლანგავს, რაც არცთუ შორეულ პერსპექტივაში, მისთვის სახარბიელო შედეგებით არ დასრულდება.
აღნიშნული დივიდენდის გაფლანგვას დიდწილად კოალიციის სიჭრელე და ის ფაქტორიც უწყობს ხელს, რომ კოალიციაში შემავალ ძირითად სუბიექტთა უმრავლესობა, ჯერ კიდევ ოპოზიციაში ყოფნის დროს, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ მკვეთრად კოაბიტაციურ რეჟიმში ცხოვრებას ახერხებდა და დღესაც ინერციისა თუ სხვა გარეგანი ფაქტორების გამო, კვლავ აღნიშნული კოაბიტაციური სტატუს-კვოს შესანარჩუნებლად, კბილებით იბრძვიან.
თავად სიტყვა კოაბიტაცია კი, საზოგადოებაში, პირვანდელი ირონიული განწყობის ნაცვლად უკვე აშკარა აგრესიას იწვევს და ასეთი აგრესიული განწყობისთვის არიან და იქნებიან განწირულნი ის პოლიტიკური ძალები, ვინც წინა ხელისუფლებასთან, დანაშაულების პატიების რეჟიმში გააგრძელებს თანაცხოვრებას.
სამართლიანობის აღდგენის გზაზე, ისედაც იმედგაცრუებას მიჩვეულმა საზოგადოებამ, ამ მიმართულებით ყველაზე დიდი დარტყმა წინა კვირაში მიიღო, როცა სასამართლომ ყოფილი თავდაცვის მინისტრი ბაჩო ახალაია, სამ ეპიზოდში უდანაშაულოდ სცნო.
როგორც მოსალოდნელი იყო, ამ შემთხვევაში განტევების ვაცად მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი წარმოაჩინეს, თუმცა არავის არ დაბადებია კითხვა იმის შესახებ, თუ ვინ იყო მოსამართლე რომელმაც აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღო და რომელი რეჟიმის და სისტემის შექმნილი იყო ის.
ადრეც არაერთხელ გვითქვამს და ახალი იმაში არაფერია, რომ როგორც კოალიციაში შემავალი ძალების მხრიდან, ასევე წინა ხელისუფლების მხრიდან, დარტყმის ყველაზე სავარაუდო ადრესატები სწორედ ბიძინა ივანიშვილის გუნდის ერთგული წევრები იქნებოდნენ. ასეთი კი აღმასრულებელ ხელისუფლებაში რამდენადაც ვიცით მხოლოდ ორია: შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი.
თუმცა ირაკლი ღარიბაშვილისგან განსხვავებით, არჩილ კბილაშვილის და მისი უწყების საქმიანობაში ბზარები ნამდვილად შეიმჩნევა და რა თქმა უნდა, ბაჩო ახალაიას მიმართ წაყენებული ბრალის მოხსნა, მათ მიერ სუსტი დასაბუთებითაც იყო გამოწვეული, მაგრამ მთავარი პროკურორის ხელაღებით დადანაშაულება ვფიქრობთ მაინც გაუმართლებელია, ვინაიდან ჩვენს სასამართლოებში სხედან მანტიაში გამოწყობილი კაცისმკვლელი მონები, რომლებიც წინა ხელისუფლების ნებისმიერ კაპრიზს დაუყოვნებლივ ასრულებდნენ და უდანაშაულო ადამიანებს რამდენიმე წლით ისე უშვებდნენ ციხეში, რომ თვალსაც არ ახამხამებდნენ.
აქედან გამომდინარე, საზოგადოების აგრესია იმასთან დაკავშირებით, რომ სამართლიანობის აღდგენის პროცესი საზოგადოების დაცინვაში გადაიზარდა, უნდა მიიმართოს იმ სასამართლო ხელისუფლების წინააღმდეგ, რომელთაც მოსამართლეები მხოლოდ ფორმალურად ერქვათ, რეალურად კი ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ადეიშვილის ნოტარიუსები იყვნენ და თავიანთ მონურ მორჩილებას დღესაც აშკარად გამოხატავენ.
ეს ის მოსამართლეები არიან, რომელთაც მოქმედი პრემიერ-მინისტრი ხელფასების გაზრდას დაჰპირდა და რომელთაც ისეთი მგზნებარე ნაციონალი ხელმძღვანელობს, როგორიც კოტე კუბლაშვილია.
ასე, რომ ახალაიას მიმართ ბრალის მოხსნის შემდეგ, დარტყმის ვექტორის მთავარი პროკურორის მიმართულებით სწორება, შეიძლება კოალიციის ზოგიერთი სუბიექტისა და საპარლამენტო უმცირესობის ერთობლივი, შეხმატკბილებული მოქმედების შედეგი იყოს.
ფაქტი კი ერთია, ამ ვითომდა სამართლიანობის აღდგენის პროცესით, საზოგადოების ისედაც დაჭიმულ ნერვებს კიდევ უფრო მეტად ჭიმავენ და გამორიცხული არ არის, ერთ მშვენიერ დღეს ის გაწყდეს, რისი შედეგის გაფიქრებაც კი შემზარავია.
საერთოდ კი, სანამ სასამართლო სისტემაში ის მოსამართლეები რჩებიან, რომლებსაც კისერზე ათეულობით და ასეულობით უდანაშაულო ადამიანის ცოდვა აწვთ, საქართველოში სამართლიანობის აღდგენა ყოველთვის მირაჟი იქნება და მას ვერასდროს ვერ მივაღწევთ.
ბოლო პერიოდის კიდევ ერთი საინტერესო მოვლენა ქართულ პოლიტიკაში, ეს უმრავლესობის ყოფილი წევრის, კობა დავითაშვილის მიერ კოალიციის დატოვება გახლავთ. ზოგადად კი, არ შეიძლება ამ მოვლენის შეფასებისას „ნაციონალური მოძრაობის“ წევრთა პოზიციებს არ დაეთანხმო, როდესაც ისინი ამბობდნენ, რომ კობა დავითაშვილისგან განზე გადგომა მათ გაცილებით უფრო ადრე გამოსცადეს, ვიდრე კოალიცია „ქართული ოცნება“ შეიქმნებოდა.
დავითაშვილის მიერ უმრავლესობის დატოვება მოულოდნელი არავითვის არ ყოფილა. ის უკვე კარგა ხანია იმ აგურის პოზიციაში იყო, რომელსაც კედლიდან გამოძრომა უნდა და საამისოდ მარჯვე მიზეზს ელოდება.
ეს მარჯვე მიზეზი კი კობა დავითაშვილისთვის მოსამართლის გადაწყვეტილება გახდა, რომლის თანახმადაც, თავდაცვის ყოფილ მინისტრს ბაჩო ახალაიას სამ ეპიზოდთან დაკავშირებით ბრალი მოეხსნა.
ამ ნაბიჯით კობა დავითაშვილმა, ჯერ ერთი ბევრ რამეზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა მოიხსნა და მეორეც, ის შეეცდება საკუთარ თავის კიდებ უფრო მეტად ბრენდირებას საზოგადოებაში, რისთვისაც როგორც განაცხადა კიდეც, საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას გამოიყენებს.
საერთოდ კი, ძალიან მცირე შანსია იმისა, რომ კობა დავითაშვილმა საზოგადოებაში საკუთარი პერსონის რებრენდინგი მოახდინოს და თუნდაც კიდევ ეღირსოს სადეპუტატო მანდატს.
ამ შემთხვევაში სავსებით სწორია საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის დავით საგანელიძის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ დავითაშვილის წასვლამ კოალიცია უფრო მონოლითური გახადა და რაც უფრო მეტი დავითაშვილისნაირი სუბიექტი დატოვებს „ქართულ ოცნებას,“ მით უკეთესი კოალიციისთვისაც და საქართველოსთვისაც.
განცხადება იმასთან დაკავშირებით კი, რომ ეს პროცესი „ქართული ოცნების“ რღვევის დასაწყისია, რომელსაც ასე დაჟინებით იმეორებდნენ წინა ხელისუფლების წარმომადგენლები, სიმართლეს ყველაზე ნაკლებად შეესაბამება, ვინაიდან ამ ეტაპზე კოალიციის დაშლა მასში შემავალ არცერთ პოლიტიკურ სუბიექტს არ აწყობს, მითუმეტეს, თუ ირაკლი ალასანიამ თავისი საპრეზიდენტო ამბიციები საბოლოოდ დათმო და ის მიმდინარე წელს დაგეგმილ არჩევნებში კენჭს ნამდვილად არ იყროს. თუმცა გამორიცხული არც ისაა, რომ კოალიციის რღვევა სწორედ ალასანიასგან წამოვიდეს.
ასეა თუ ისე, როგორც არ უნდა განვითარდეს მოვლენები, „ნაციონალების“ განცხადება კოალიციის რღვევის დაწყებასთან დაკავშირებით აშკარად გადაჭარბებულია, ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე მაინც.
ამავე რუბრიკაში გასულ კვირას ვწერდით, რომ ახალი ხელისუფლების აღმასრულებელ სტრუქტურებში, ერთ-ერთ ყველაზე სუსტ რგოლს სასჯელაღსრულების სამინისტრო და მინისტრი სოზარ სუბარი წარმოადგენენ.
სამწუხაროდ, ამ განცხადების სისწორე, ბოლო დღეების მოვლენებმა, რომელიც ქვეყნის სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ვითარდება, - კიდევ ერთხელ დაგვანახა.
მიუხედავად იმისა, რომ სამინისტრო კატეგორიულად იხსნის პასუხისმგებლობას სასჯელაღსრულების სისტემაში მოშიმშილე პატიმრების მოთხოვნების მიმართ და აცხადებს, რომ მათი მოთხოვნების დაკმაყოფილება სამინისტროს კომპეტენციას სცილდება, დამეთანხმებით მაინც ძნელია მოისმინო ინფორმაცია პატიმრების მიერ საკუთარი ყურის მოჭრის მცდელობის, მშრალი შიმშილობისა და თვალებისა და პირის ამოკერვის შესახებ.
მითუმეტეს, რომ მთავარმა პროკურატურამ და შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე დაასრულეს გამოძიება გეგუთის კოლონიაში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების შესახებ, რასაც 24 წლის პატიმრის სიცოცხლე ემსხვერპლა.
გარდა იმისა, რომ სამინისტროს პრესსამსახური მაშინ აცხადებდა, რომ პატიმარი კიბეზე დაგორდა და მრავლობითი ტრამვების შედეგად გარდაიცვალაო, საქმის გამოძიებით დადგინდა, რომ გეგუთის კოლონიაში საქმე გაცილებით რთულად ყოფილა და იქ თურმე ე.წ. „პალაჟენიას,“ „მაყურებლები“ აყენებდნენ, რომლებიც ამავდროულად ციხის ადმინისტრაციის კეთილგანწყობით სარგებლობდნენ და ზოგიერთ შემთხვევებში, სადამსჯელო ფუნქციასაც ითავსებდნენ.
ამ ფონზე, სავსებით რეალური და ლოგიკურია განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ სოზარ სუბარის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი დაისვას, ვინაიდან როცა სასჯელაღსრულების ერთ-ერთ უდიდეს დაწესებულებას ე.წ. „მაყურებლები“ მართავენ, ამ შემთხვევაში მინისტრის მიერ ყველაფერზე ხელის დაბანა და თქმა, რომ ვითარების შესახებ არაფერი იცოდა, დაახლოებით იმას წააგავს, როგორც ვანო მერაბიშვილი აცხადებს, რომ არაფერი იცოდა სამეგრელოს ტყეებში მაგიდაზე სკოტჩით დაბმული ადამიანების გაუპატიურების შესახებ.
ასე, რომ ვარაუდი და ვერსია იმასთან დაკავშირებით, რომ ახალი ხელისუფლების ყველაზე სუსტი რგოლი სასჯელაღსრულების სამინისტროა, - ბოლო დღეებში კიდევ უფრო გამყარდა.
როდესაც ქვეყანაში ხელისუფლების ცვლაზე ვსაუბრობთ, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ გარდა შიშის ფაქტორისგან გათავისუფლებისა, რაც თავისთავად რა თქმა უნდა უდიდესი მონაპოვარია, - ხალხს ხელისუფლების ცვლილება რეალურად ჯერ არ უგრძვნია, ამის მიზეზი კი ის არის, რომ წინა ხელისუფლების მიერ გაფორმებული ხელშეკრულებები დღესაც ძალაშია და სამწუხაროდ, კვლავ ნაციონალების მიერ ნებადართული სქემით ხდება მოსახლეობისთვის არაადეკვატური ფინანსური სანქციების დაწესება.
ეს არამც და არამც არ ეხება სახელმწიფო სტრუქტურებს, ვინაიდან როგორც ვიცით ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა საჯარიმო სანქციები მნიშვნელოვნად შეამცირა და ამასვე აპირებს შინაგან საქმეთა სამინისტრო.
ეს ეხება იმ კომპანიებს, რომლებიც წინა ხელისუფლებამ, გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში ხალხის გასატყავებლად შემოიყვანა.
მათ შორის კი, ერთ-ერთ „გამორჩეულ და ღირსეულ“ ადგილს „სითი პარკი“ იჭერს.
როგორც გვახსოვს, ამ კომპანიის შემოყვანა, თავდაპირველად დედაქალაქის მერიამ და პირადად გიგი უგულავამ, იმ სოუსით დააპიარეს, რომ დედაქალაქი საცობებისგან უნდა გათავისუფლებულიყო, ხოლო „სითი პარკი,“ დედაქალაქში დამატებითი ავტოსადგომების, მათ შორის მიწისქვეშა ავტოსადგომების მოწყობას უზრუნველყოფდა.
დღეისათვის არსებული სურათით კი, კვლავ საცობებიან ქალაქში, მივიღეთ კომპანია, რომელიც ავტოსადგომებს კი არ აშენებს, არამედ ავტოტრანსპორტის მძღოლებს პირდაპირ ძარცვავს, რისი უამრავი მაგალითის მოყვანაც შეიძლება.
ასე, რომ საზოგადოება მართალია აღმასრულებელი ხელისუფლების სათავეებთან „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს ვეღარ ხედავს, მაგრამ ხედავს და უფრო მეტიც, საკუთარ ჯიბეზე გრძნობს იმ განგრძობად უსამართლობას, რომელსაც საფუძველი სააკაშვილის ხელისუფლებამ ჩაუყარა. ეს კი კოალიციისა და ხელისუფლების მიმართ ხალხის ნეგატიურ განწყობას ზრდის.
გარდა ქმედებებისა, ახალი ხელისუფლება სამწუხაროდ განცხადებების გაკეთების მიმართულებითაც ზედმეტ სიფრთხილეს იჩენს და კოაბიტაციის ჩარჩოებიდან არგასვლის შიშით, საზოგადოებამდე რეალურად არსებული სიმართლეც კი ვერ მიაქვს, რითაც ძალიან კარგად სარგებლობენ ნაციონალები და პირადად მიხეილ სააკაშვილი, რომლებიც კოაბიტაციის პრინციპებს ნაკლებად დაგიდევენ და ახალი ხელისუფლების მიმართ სრულმასშტაბიან პიარ-ომს აწარმოებენ.
ბოლო პერიოდში, ნაციონალებმა ყველაზე დიდი გლოვა ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე ატეხეს. ქვეყნის ოფიციალურად პირველმა პირმა კი, ვითარება სტაგნაციად შეაფასა და განაცხადა, რომ მოკლე ხანში მთავრობა პენსიებისა და ხელფასების დარიგებასაც კი ვეღარ შეძლებს და შევარდნაძის შავ-ბნელი დრო დაბრუნდებაო.
მანვე პრემიერს საქართველოს ეკონომიკაში საკუთარი ფინანსების ჩადებისკენაც მოუწოდა.
გასაგებია და არავისთვის უცხო ხილი არ იქნება იმის შეტყობა, რომ მიხეილ სააკაშვილის ეს განცხადება, იაფფასიან პოპულიზმზეა გათვლილი, თუმცა მის ამ განცხადებებს საზოგადოების ქვეცნობიერზე ხანგრძლივ პერსპექტივაზე გათვლილი დატვირთვა ნამდვილად აქვს.
ასეთ შემთხვევაში გასაკვირია მოქმედი მთავრობის რეაქცია, რომელიც დაუყოვნებლივ თავის მართლების რეჟიმში გადავიდა და ციფრების მოშველიებით დაიწყო იმის მტკიცება, რომ საქართველოს ეკონომიკა სტაგნაციაში არ იმყოფება. მათვე მოიშველიეს არგუმენტები, რომ ეს მონაცემები საბოლოო არ არის და ასე შემდეგ.
კიდევ ერთხელ უნდა გავიმეოროთ აქამდე უთვალავჯერ ნათქვამი და გამეორებული ჭეშმარიტება, რომ მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის პირობებში, საქართველოს ეკონომიკა არ ვითარდებოდა, უფრო მეტიც მას არ გააჩნდა განვითარების გრძელვადიანი სტრატეგიაც კი და ემყარებოდა კერძო ბიზნესისთვის წართმევით ამოღებულ ფულს.
ხოლო რაც შეეხება ფისკალურ მაჩვენებლებს, ის განსაკუთრებულად ნამდვილად არ შეცვლილა, უბრალოდ, შეწყდა კერძო ბისნესიდან ფულის ამოქაჩვა და ყველა ის მაქინაციები, რომლითაც წინა ხელისუფლება ბიუჯეტს ავსებდა და ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებზეც მანიპულირებდა.
უფრო მეტიც, სააკაშვილის ხელისუფლების მიერ ჩამოყალიბებული ნებისმიერი სტრუქტურა, რომელიც აღნიშნული „ეკონომიკური ზრდის“ მაჩვენებლების უზრუნველყოფას ათასგვარი კანონსაწინააღმდეგო ქმედებებით, მათ შორის საკუთრების უფლების ხელყოფითაც ახდენდა, - მთლიანად უნდა დაინგრეს და განადგურდეს.
ამის შესახებ კი, ახალმა მთავრობამ და პირველ რიგში მისმა ეკონომიკურმა გუნდმა საზოგადოებას პირდაპირ უნდა უთხრას და უნდა განუმარტოს იმ დროებითი შესაძლო ეკონომიკური განვითარების ვარდნის მიზეზები, რომელიც მახინჯი სისტემის ნგრევასა და ახალი სისტემის საფუძვლის შექმნას მოჰყვება.
ეს, როგორც აღვნიშნეთ, მთავრობამ საზოგადოებას არა თავის მართლების რეჟიმით და ბოდიშების ტონით, არამედ ღიად უნდა განუცხადოს.
ნამდვილად ჭეშმარიტებაა პრემიერ-მინისტრის მიერ დაახლოებით ერთი თვის წინ გაკეთებული განცხადება იმის შესახებ, რომ ედუარდ შევარდნაძის მთავრობის ეკონომიკური პროგრამა და კურსი, მიუხედავად ცალკეული პრობლემატური საკითხებისა, გაცილებით უფრო ჯანსაღი იყო, ვიდრე ნაციონალური ხელისუფლების ეკონომიკური სტრატეგია.
ყველას ახსოვს შევარდნაძის ხელისუფლებაში ყოფნის დროს მიღებული ე.წ. „სიღარიბის დაძლევის“ პროგრამა, რომელიც ნამდვილად იყო ქვეყნის ეკონომიკური განვითარების დაახლოებით 20 წლიანი მონაკვეთის გენერალური გეგმა, სადაც ყველა ნიუანსი და რისკ-ფაქტორთა უმრავლესობა იყო გათვალისწინებული.
ამ გეგმის არაკორუმპირებული და მითუმეტეს „არაელიტურკორუმპირებული“ ხელისუფლების მიერ განხორციელება, ნამდვილად იყო ქვეყნის განვითარების გარანტი და მისი შესრულების დროულად დაწყების შემთხვევაში, დღეს საქართველო ეკონომიკური განვითარების მხრივ სულ სხვა სიმაღლეზე იქნებოდა.
ასე, რომ ნაცვლად იმისა, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მის მიერ ჩადენილი ეკონომიკური დანაშაულებისა და საკუთრების უფლების ფეხქვეშ გათელვის გამო სიჩუმის სტრატეგია აირჩიოს, იერიშის სტრატეგიას ირჩევს და სამწუხაროდ ახერხებს იმას, რომ მთავრობა პირველსავე შეტევაზე თავისმართლების რეჟიმში გადაჰყავს.
რაც შეეხება იმ ყბადაღებულ მშენებლობებს, რომლებიც წინა ხელისუფლებისა და მათი ლიდერის განცხადებით, დაკონსერვდა და აღარ აშენდება:
ამ მშენებლობათა აბსოლუტური უმრავლესობა ამა თუ იმ მსხვილ კომერციულ კომპანიებს ჰქონდათ „შეწერილი“ და დღეს, როდესაც ისინი ამ იძულებითი ვალდებულებისაგან გათავისუფლდნენ, რა გასაკვირია რომ ამ საეჭვო გემოვნების რკინა-ბეტონის კონსტრუქციების აღმართვას აღარ დააფინანსებენ.
შეჩერებულ მშენებლობათა მეორე კატეგორია კი ის შენობა-ნაგებობებია, რომელთა აშენების მიზანშეწონილობა თავიდანვე ეჭვ ქვეშ იყო, თუმცა ერთი კაცის ახირებით მათი მშენებლობა მაინც დაიწყო. ამის მაგალითად მცხეთაში მშენებარე იუსტიციის სახლიც საკმარისია და მადლობა ღმერთს, რომ წინა ხელისუფლებამ მისი აშენება ვერ მოასწრო, თორემ ზუსტად ისევე, როგორც ნაციონალების მიერ „აღდგენილ“ ბაგრატის ტაძარს, იუნესკო მცხეთასაც ამოიღებდა ისტორიული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხიდან. საამისოდ კი, ალბათ დამეთანხმებით არცერთი შენობის აშენება არ ღირს.
ამ ყველაფერს საზოგადოების დიდი ნაწილი ჯერ კიდევ ხედავს და აანალიზებს და სწორედ ესაა მათი ნეგატიური განწყობის მიზეზიც, რადგან იქმნება შთაბეჭდილება, რომ კოაბიტაციის საფარქვეშ, ახალი ხელისუფლება ძალიან ბევრ რამეს თმობს და ზოგიერთ შემთხვევაში, ამის შესახებ ხალხი, საქმის კურსში ეჭვის დონეზეც კი არ არის.
ამის მაგალითი იყო ორიოდე თვის წინ პარლამენტის თავმჯდომარის მიერ გაკეთებული განცხადება, ძველ და ახალ ხელისუფლებას შორის კულისებში მიმდინარე მოლაპარაკებების შესახებ, სადაც ახალი ხელისუფლება, თავის წინამორბედებს გარკვეული კატეგორიის ყოფილ ჩინოვნიკთა მიმართ ამნისტიას ჰპირდებოდა.
ამ და სხვა ამგვარმა ინფორმაციებმა წარმოქმნა ეჭვი ძველ და ახალ ხელისუფლებას შორის არსებული ფარული გარიგებების შესახებ და ეს გარიგებები, ადვილი შესაძლებელია პრემიერ-მინისტრის ზურგსუკან ხდებოდეს. ყოველ შემთხვევაში ამის ნიშნები სახეზეა.
გარკვეული ეჭვი წარმოშვა ასევე NDI-ს მიერ გუდაურში მოწყობილმა ღონისძიებებმაც.
ღონისძიებების ფარგლებში, ოფიციალურად, საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლები ჟურნალისტებს შეხვდნენ, პარალელურ რეჟიმში კი, გუდაურშივე, NDI-მ პარლამენტის მოქმედი თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილიც მიიწვია. უსუფაშვილის გუდარურში ჩასვლის ოფიციალურ მიზეზად, პარლამენტის თამჯდომარის კაბინეტის წევრების სამუშაო შეხვედრა დასახელდა.
საზოგადოებაში კი გაჩნდა ეჭვი, რომ ორი ღონისძიების ერთდროულად, ერთსა და იგივე ადგილას ჩატარება იყო მიზეზი იმისა, რომ საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლები პარლამენტის თავმჯდომარეს კონფიდენციალურად შეხვედროდნენ და გარკვეულ საკითხებზე შეთანხმებისთვისაც მიეღწიათ.
თუ ბოლო 10 თვის განმავლობაში განვითარებულ მოვლენებს გადავავლებთ თვალს, დავრწმუნდებით, რომ ამ ეჭვს არსებობის საფუძველი ნამდვილად აქვს, მითუმეტეს, რომ აღნიშნული ღონისძიებები იმ ორგანიზაციის ძალისხმევით განხორციელდა, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ საზოგადოებრივი აზრის კვლევის ნიღბის ქვეშ, „ნაციონალურ მოძრაობას“ არჩევნების შედეგებს „უპრავებდა,“ ხოლო მის სატელიტ ვითომ ოპოზიციურ პარტიებს, რეიტინგებს ხელოვნურად უწევდა.
ასე, რომ მოქმედებების კვლავ მსგავსად განვითარების შემხვევაში, გამორიცხული არაა, რომ ახალმა ხელისუფლებამ, თვალსა და ხელს შუა, კოაბიტაციას, საზოგადოების კეთილგანწყობა შესწიროს. ეს პროცესი უკვე დაწყებულია და თუ ასე გაგრძელდა, ის თანაბარ აჩქარების პრინციპის თანახმად განვითარდება.
კიდევ ერთი თემა, რომელმაც საზოგადოებაში უკმაყოფილება გამოიწვია, ეს ის კანონპროექტია, რომლის მიხედვითაც, ქვეყნის პოლიტიკური სპექტრის ზოგიერთ სუბიექტს, სახელმწიფოს ბიუჯეტიდან სოლიდური დაფინანსება მიეცემა, ხოლო მათ, ვისაც ეს დაფინანსება ასევე 2012 წლის არცთუ ჯანსაღი წინასაარჩევნო გარემოს წყალობით ისედაც ეკუთვნოდა, - დაფინანსება გაუორმაგდებათ.
ბატონებო იქნებ გვეკითხა საზოგადოებისთვის დაუჭერენ თუ არა ისინი მხარს საკუთარი ჯიბიდან ასეულობით ათასი ლარი გადაუხადონ გიორგი თარგამაძის პარტიას, ან დაუჭერენ თუ არა მხარს რომ მილიონები გადაუხადონ „ნაციონალურ მოძრაობას,“ ან დაუჭერენ თუ არა მხარს 150 ათასი ლარი გადაუხადონ იმ ერთკაციან პარტიებს, რომელთა „ლიდერებსაც“ პოლიტიკა უკვე ბიზნესად და საკუთარი ცხოვრების მოსაწყობ მექანიზმად აქვთ ქცეული და მათგან სახელმწიფოს და საზოგადოებას არათუ 150 ათასი ლარის ღირებულების, არამედ 15 ლარის ღირებულების სარგებელიც კი არ უნახავს?
ეს არის იმ საკითხების ძალიან მცირე ჩამონათვალი, რაზეც ახალმა ხელისუფლებამ ყურადღება აუცილებლად უნდა გაამახვილოს და როგორც მინიმუმ, საზოგადოებამდე, თავისი გადაწყვეტილებების შესახებ არგუმენტაცია მიიტანოს.

ალექსანდრე კაპანაძე

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის